შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროტიკული მასაჟის ცენტრთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ე.წ. “მასაჟის ცენტრის” მფლობელები და თანამშრომლები.
გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით, სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული კომპანიის სარეკლამო ბანერები, წარწერით “ჩათლახბარათი” თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. გარდა ამისა, კომპანია სოციალურ ქსელში თავისი მომსახურების შესახებ ინფორმაციას ქალების ფოტოების თანხლებით ხშირად აქვეყნებს.
იმედინიუსი

