ჭდე: გამოკითხვა

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე არ მივა

ნიკა გვარამია - "მთავარ არხს ინვესტორის გარეშე ვერ შევინახავთ, ჯერჯერობით, იმ ფულს ვხარჯავთ, რომელიც გვაქვს"

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას ხვალ არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, გვარამია ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს. „ხვალ არ ვაპირებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას. თუ სასამართლოში დაიბარებენ, იქ გამოვცხადდებით“, – განაცხადა საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების […]

გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში გაბუნიას დაბარება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირდება. კომენტარი მედიასთან გიორგი გაბუნიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა, ადვოკატის მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე დაბარების მიზანი, ნიკა გვარამიას დაკავება და ამით “მთავარი არხის” განეიტრალებაა: “ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით […]

გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო

გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო. გაბუნია უწყებაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გამოკითხვა გაბუნიას თხოვნით გადაიდო. შეგახსენებთ, გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და […]

პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში მივიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში მივიდა

გენერალურ პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა. ისინი გამოკითხვაზე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უფრო კონკრეტულად, პროკურატურაში დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი. პროკურატურაში შესვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელებმა ამ საქმეზე მედიის შეკითხვებს არ უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ შეწყალების საქმეზე […]

„არ ვაკეთებ კომენტარს“ – პროკურატურაში ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა

„არ ვაკეთებ კომენტარს“ - პროკურატურაში ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანგი ხუციშვილის გამოკითხვა დასრულდა. ხუციშვილი გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით ხუთსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა, თუმცა, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგაც მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა. „არ ვაკეთებ კომენტარს“, – აღნიშნა ანგი ხუციშვილმა. იპნ

გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში ე.წ. შეწყალების საქმეზეა დაბარებული. როგორც ოთხმეზურმა აღნიშნა, ის გამომძიებლებს ამ საქმეზე ყველაფერს მოუყვება და ვრცელ კომენტარს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით […]

პროკურატურამ ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

ირმა ნადირაშვილი - ”ამბობენ, რომ დიმიტრი გაბუნია შეწყალების ფინანსურ საკითხებს აგვარებდა”

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში […]

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა გეგიძეს მოწმის სახით კითხავენ. საქმე 2014-2016 წლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას ეხება. როგორც ბიძინა გეგიძემ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მან არ იცის რა საქმეზე უნდა დაიკითხოს და მისი საქმიანობის რომელი ეტაპითაა დაინტერესებული სუს-ი. „ეს არის პოლიტიკური პროცესი,“ – განაცხადა მან. უწყებაში შესვლამდე გეგიძეს დეტალებზე […]

ნიკა გვარამიას ხვალ სასამართლოში გამოკითხავენ

ნიკა გვარამია - "სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი"

ნიკა გვარამია სასამართლოში ხვალ 11 საათზე მივა. ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი იქნება.

გიგი უგულავა – “იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას”

გიგი უგულავა - "იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას"

გიგი უგულავამ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიგი უგულავამ წარმოებულ გამოძიებას გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა უწოდა. მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ოპოზიციის წევრის თქმით, მას წარუდგენენ ბრალს თუ […]