გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდაისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში ე.წ. შეწყალების საქმეზეა დაბარებული.

როგორც ოთხმეზურმა აღნიშნა, ის გამომძიებლებს ამ საქმეზე ყველაფერს მოუყვება და ვრცელ კომენტარს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.