ჭდე: გამოკითხვა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ. მანამდე უგულავა სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად შს სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა გახარიას უწყებაში მისვლამდე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა უარი იმ დრომდე განაცხადა, ვიდრე თავად გიორგი გახარია არ გამოიკითხებოდა.

ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხეს – „გამოკითხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ეხებოდა”

ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხეს - „გამოკითხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ეხებოდა”

უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ ოთხსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ის აცხადებს, საგამოძიებო უწყებაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაიბარეს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ მინისტრი ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი გახდა. კაკაბაძე არ აკონკრეტებს, თუ საიდან ფლობს ის აღნიშნულ ინფორმაციას. თუმცა, აცხადებს, რომ ჟვანია როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა, რომელიც რუსეთის […]

გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს

გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ქადაგიძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა მივიდეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ქადაგიძესთან კითხვები, TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით აქვთ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში ძირითად საქმეზეა დაბარებული, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება და არა მუქარის წერილთან დაკავშირებით

ვაშაძე – 31%, ზურაბიშვილი – 28%, ბაქრაძე – 14% – ედისონ რისერჩმა გამოკითხვა მოაწყო

ვაშაძე - 31%, ზურაბიშვილი - 28%, ბაქრაძე - 14% - ედისონ რისერჩმა გამოკითხვა მოაწყო

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. სრული ალოკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების პასუხებით, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს. კითხვაზე, “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას” (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – […]

ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათი გაგრძელდა – სუსმა 1 პირი დააკავა

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გადადგა

ზუგდიდის ყოფილმა მერმა მოდულის შენობა გვიან ღამით დატოვა. ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოკითხვის დეტალებზე ყოფილ მაღალჩინოსანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ის ხვალ გააკეთებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს […]

სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ს სასამართლოში უჩივლეს

ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მან სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა. მაჩალიკაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კონკრეტული კითხვა იყო, რას გულისხმობდა 31 მაისს გაკეთებულ განცხადებაში. „თერმილანის მკვლელობის დღიდან არის უსამართლო დევნა. კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი მაშინ ჩემს განცხადებაში. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები. […]

პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს

პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. „ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი […]

სანდრო ბრეგაძე დაკითხვის მერე გამოუშვეს

სანდრო ბრეგაძე დაკითხვის მერე გამოუშვეს

რუსთავი 2 თან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა, რის შემდეგაც მან პოლიციის შენობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა, თუმცა გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, მას პოლიციაში გამოსაკითხად კვლავ დაიბარებენ. “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი  ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან საბურთალოზე […]

ბორის კაკუბავა ჟურნალისტებს დედის გინებით დაემუქრა – ყოფილი დეპუტატის გამოკითხვა დასრულდა

ბორის კაკუბავა ხორავაზე მომხდარ მკვლელობაზე ალაპარაკდა - ”ჩემს მეცხრეკლასელ შვილიშვილზე უფროსკლასელები ძალადობდნენ”

შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში ყოფილი დეპუტატის ბორის კაკუბავას გამოკითხვა დასრულდა. კაკუბავა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შეკითხვებს პასუხობდა. გამოკითხვაზე მისი დაბარების საფუძველი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადება გახდა, რომელმაც კაკუბავას საჯარო განცხადებებზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბორის კაკუბავამ კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტებს გინებით დაემუქრა. – […]

ლიზა ბაგრატიონი – ”საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია” – „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა საგამოძიებო სამსახური დატოვა

ლიზა ბაგრატიონი - ”საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია” - „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა საგამოძიებო სამსახური დატოვა

კომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ლიზა ბაგრატიონი გამოძიების კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. მისი განცხადებით, კითხვები, ძირითადად, ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა და საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. – მე, ჩემი მოვალეობებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება უშუალოდ […]