ჭდე: გლდანი

“გლდანის ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებული დაგვხვდა” – თბილისი ენერჯის განცხადება

"გლდანის ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებული დაგვხვდა" - თბილისი ენერჯის განცხადება

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება […]

“გლდანში დედ-მამის და 3 შვილის ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა… “დუხოვკით” თბებოდნენ” – ტრაგედიის ახალი დეტალები

"გლდანში დედ-მამის და 3 შვილის ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა... "დუხოვკით" თბებოდნენ" - ტრაგედიის ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა. ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა. ამასთან, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხოვკით თბებოდა და […]

გლდანში, სავარაუდოდ, CO-ს ინტოქსიკაციით 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. „კურიერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

აფეთქება გლდანში – 5 ადამიანი დაშავდა

აფეთქება გლდანში – 5 ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს. „ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. ოჯახში იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვი. გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქენი ოჯახის და მეზობლების სიცოხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

გლდანში 17 ნოემბერს გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1990 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი […]

სააკაშვილი გლდანის N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სააკაშვილი გლდანის N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სააკაშვილი გლდანის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი: “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.”

გლდანში ხიზანიშვილზე საწყობი დაიწვა

გლდანში ხიზანიშვილზე საწყობი დაიწვა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთავარი

გლდანელი „ძველი ბიჭები“ ქეიფობენ – „ოცნებამ“ რესტორანი „ალილო“დახურა

გლდანელი „ძველი ბიჭები“ ქეიფობენ - „ოცნებამ“ რესტორანი „ალილო“დახურა

„ე.წ. ძველი ბიჭების თავშეყრა და ქეიფი გლდანში – “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის რესტორანი “ალილო” დახურეს. “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ “ქართული ოცნების” აქტივისტების ნაწილმა ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. ხოლო ვინც მაგიდასთან დარჩა, ირწმუნებოდა, რომ არჩევნების შედეგებს რესტორანში დაელოდება. ზოგიერთი დაბადების დღეზე იყო, ზოგი- ძმაკაცს ელოდებოდა. ნიუპოსტი

გლდანში იმ ბინის მეპატრონე დააკავეს, რომელშიც სააკაშვილი ცხოვრობდა

გლდანში იმ ბინის მეპატრონე დააკავეს, რომელშიც სააკაშვილი ცხოვრობდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის […]

გლდანში 4.000 აბონენტს გაზი შეუწყდება

თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია

გლდანის რაიონში, 20 აგვისტოს 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება 4.000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია. „სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 20 აგვისტოს 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ […]