ჭდე: გლდანი

გლდანში მანქანა ბენზინგასამართთან მდგარ მეორე მანქანას დაეჯახა

გლდანში მანქანა ბენზინგასამართთან მდგარ მეორე მანქანას დაეჯახა

გლდანში შეშელიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლიც გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მანქანების დაწვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.  ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია. ინციდენტის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მსუბუქი ავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

გლდანში მიწების მითვისებისთვის 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

გლდანში მიწების მითვისებისთვის 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის […]

გლდანში რესტორანი 10.000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოში რესტორნების 50% ისევ დაკეტილია - ვინც გაიხსნა, დატვირთვა 70%-ით შეუმცირდა

შრომის ინსპექციამ თბილისში, გლდანში, 10.000 ლარით დააჯარიმა რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა. აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა აჭარაშიც. შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – დაილუქება

გლდანში ბეკოს ფილიალი გაქურდეს – წაღებულია 10.000 ლარის ტექნიკა

გლდანში ბეკოს ფილიალი გაქურდეს - წაღებულია 10.000 ლარის ტექნიკა

გლდანში, გამთენიისას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე ტექნიკა. კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ხატია ტყებუჩავას განცხადებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქურდობის მცდელობის ფაქტები ადრეც ყოფილა. მათი ინფორმაციით, 8 ივლისს, რუსთავში „ბეკოს“ ფილიალის გაქურდვა სცადეს, თუმცა, არასრულწლოვნებმა დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანეს. „დღეს, გამთენიისას, […]

ხანძარი გლდანში

ხანძარი ლაღიძის ქუჩაზე - 2 ადამიანი დაშავდა

გლდანში საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს“განუცხადეს, ცეცხლი ერთ ოთახში გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

გლდანში, მეტრო ახმეტელთან, 67 წლის ქალს ავტობუსი დაეჯახა – ქალს კიდური მოკვეთეს

გლდანში, მეტრო ახმეტელთან, 67 წლის ქალს ავტობუსი დაეჯახა - ქალს კიდური მოკვეთეს

თბილისში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, ქვეითად მოსიარულე ქალს ავტობუსი შეეჯახა. 67 წლის დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს და მას კიდურის ამპუტირების ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]

გლდანში მომხდარი მკვლელობისთვის გეგი ღვაჩლიანი დააკავეს

გლდანში მომხდარი მკვლელობისთვის გეგი ღვაჩლიანი დააკავეს

პოლიციამ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გეგი ღვაჩლიანი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ […]

“როცა ესროლეს, მანქანასთან მივიდა და დაეცა, ჩაჯდომა ვერ მოასწრო” – გლდანში მკვლელობის ახალი დეტალები

"როცა ესროლეს, მანქანასთან მივიდა და დაეცა, ჩაჯდომა ვერ მოასწრო" - გლდანში მკვლელობის ახალი დეტალები

35 წლის მამაკაცი ერთი გასროლის შედეგად გარდაიცვალა – შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა. პოლიციამ შემთხვევის თვითმხილველები უკვე გამოკითხა. “კურიერი” ასევე ესაუბრა ქალს, რომელმაც მამაკაცს გარდაცვალებამდე პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ის ამბობს, რომ მოასწრეს სასწრაფოს გამოძახება, ის დროულად მოვიდა, თუმცა მამაკაცი სისხლისგან იყო დაცლილი და ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მათ წინასწარ ხმაური არ გაუგიათ, იყო მხოლოდ […]

გლდანში მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მკვლელობა თბილისში – გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. “კურიერის” ინფორმაციით მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. როგორც “კურიერს” შსს-ში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ხანძარი გლდანში

ხანძარი გლდანში

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.