ჭდე: გუდაური

”მოკლული 22 წლისაა, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც” – გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

”მოკლული 22 წლისაა, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც” - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “მთავარის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან. მოკლულია 22 წლის ბიჭი, მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ძალიან ძიმეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა და დააკავეს და გუდაურის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. “ხმაური იყო, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც. ეს […]

გუდაურში მამაკაცი მოკლეს – 1 პირი მძიმედაა დაჭრილი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილია ერთი პირი, ერთი კი მძიმედაა დაჭრილი და კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითა არის ჩადენილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის […]

გუდაურში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაურთან ზვავი ჩამოწვა - მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი ნაპოვნია. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე აღმოჩენილ იქნა ცხედარი. ცხედარი იდენტიფიცირებულია, რომელსაც უტარდება შესაბამისი პროცედურები. ცნობისთვის, ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში […]

გუდაურთან ზვავი ჩამოწვა – მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ

გუდაურთან ზვავი ჩამოწვა - მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 4 კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. რუსთავი 2

გუდაური ტურისტებისგან დაიცალა – “როგორ შეიძლება უწყლოდ იცხოვროს ადამიანმა”

გუდაური ტურისტებისგან დაიცალა - "როგორ შეიძლება უწყლოდ იცხოვროს ადამიანმა"

უკვე 1 კვირაა, რაც “ახალ გუდაურს” წყალი არ აქვს. საუბარია “რედკოს” დასახლებაზე, სადაც 3000-მდე სასტუმროს ნომერი და აპარტამენტია. ობიექტების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ და სასტუმროები, პრაქტიკულად, დაიცალა. ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლის, ნინი ბიბილაშვილის ინფორმაციით, წყლის პრობლემის გამო რესტორნები ინვენტარის მოწესრიგებას ვერ ასწრებენ. მისი თქმით, წყალი გრაფიკით, დღეში რამდენჯერმე მოდის, თუმცა რესტორნის გამართულად მუშაობისთვის ეს საკმარისი არ არის. ერთ-ერთი აპარტამენტის მფლობელი, […]

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. იპნ

გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია

გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია

გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე, ავტობუსის დაზიანების გამო, მოძრაობა პარალიზებულია. ავტობუსი დაახლოებით ერთი საათის წინ გაფუჭდა, რის გამოც, რამდენიმეკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. იპნ

გუდაურში ფილიპინელი ტურისტი პარაპლანიდან არაგვში ჩავარდა და დაიღუპა

გუდაურში ფილიპინელი ტურისტი პარაპლანიდან არაგვში ჩავარდა და დაიღუპა

გუდაურში, უბედური შემთხვევის შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ი.ნ. და ტურისტი, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის […]

სანდრო კვიტაშვილი ცოლთან ერთად გუდაურში ისვენებს

სანდრო კვიტაშვილი ცოლთან ერთად გუდაურში ისვენებს

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და თსუ-ს ყო­ფი­ლი რექ­ტო­რი, სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი, უკრაი­ნელ მე­უღ­ლე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკას­თან ერ­თად გუ­და­ურ­ში ის­ვე­ნებს. ფო­ტო­ებს წყვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ებ­ზე მათ­თან ერ­თა­დაა “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა და “რუს­თა­ვი 2”-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ხა­ჟო­მია, რო­მე­ლიც გუ­და­ურ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო მე­დია-ტურ­ნირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. შე­გახ­სე­ნებთ, სან­დრო კვი­ტაშ­ვილ­მა ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკა­ზე შარ­შან იქორ­წი­ნა. რეიტინგი

ნასვამი გიგი გეგეჭკორი 2 დღის წინ გუდაურში წავიდა და დაიკარგა

ნასვამი გიგი გეგეჭკორი 2 დღის წინ გუდაურში წავიდა და დაიკარგა

25 წლის გიგი გეგეჭკორს უკვე ორი დღეა ეძებენ, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი მეგობარი ლევან გოგატიშვილი ავრცელებს. ახლობლების ცნობით, გიგი არაფხიზელ მდგომარეობაში 9 მარტს, საღამოს, წითელსოფლიდან სავარაუდოდ, გუდაურის მიმართულებით წავიდა. მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ მეგობრები, რომლებიც აგარაკზე შაბათ საღამოს გეგეჭკორთან ერთად იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რეზონანსი