”მოკლული 22 წლისაა, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც” – გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

”მოკლული 22 წლისაა, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც” - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალებიგუდაურში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “მთავარის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან. მოკლულია 22 წლის ბიჭი, მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ძალიან ძიმეა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა და დააკავეს და გუდაურის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ.
“ხმაური იყო, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც. ეს იყო გამთენიისას”-აცხადებს თვითმხილველი.
მკვლელობა გუდაურში დილის 5 საათზე მოხდა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

ნიუპოსტი