ჭდე: ისრაელი

ნაფტალი ბენეტი – “ისრაელი საგანგებო მდგომარეობასთან ახლოსაა”

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

საგანგებო მდგომარეობასთან ახლოს ვართ, უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად და სწრაფად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტზე საუბრისას განაცხადა. ნაფტალი ბენეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია, სადაც, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის შეფასება იგეგმება. „როდესაც გვექნება სიტუაციის უფრო ნათელი სურათი, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა. […]

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სამ ადამიანს კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტი დაუდასტურდა, – ინფორმაციას Guardian -ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინფიცირებულები ისრაელში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. მათივე ინფორმაციით, სამივე მოქალაქე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული იყო, თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი ვაქცინა, ან რამდენი დოზა ჰქონდათ მათ მიღებული. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში […]

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყო

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყო

ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 მილიონს აღნიშნული ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8.000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57% სრულად ვაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, […]

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე აცრა იწყება

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე აცრა იწყება

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება შეუძლიათ და ვაქცინაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ვაქცინაციის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა. „კომიტეტის ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ამ ასაკობრივი ჯგუფის პირების ვაქცინაციის […]

ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს

ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს

მოკლულია ქართული მაფიის ბოსი – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის შუმ ისაკოვი 20 წლის ვაჟთან ერთად ისრაელში, ავტომობილში, ჩაცხრილეს. პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სასტიკი მკვლელობის ზუსტ მოტივზე არ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალურ შურისძიებას განუხილავს. არაა გამორიცხული, ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში 2 […]

ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3.000 სახლს ააშენებს

ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3.000 სახლს ააშენებს

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3.000 ახალი სახლი აშენდება, სადაც ებრაული ოჯახები დასახლდებიან. ქვეყნის დაგეგმვის კომიტეტმა საბოლოოდ დაამტკიცა კიდევ 1.800-მდე სახლის მშენებლობა, მაშინ როდესაც პირველი გეგმის მიხედვით 1.344 სახლი უნდა აშენებულიყო. ისრაელის განცხადებას ექსპანსიასა და აგრესიულ ქმედებას უწოდებს დასავლეთ სანაპიროს ხელისუფლება. ამჟამად დასავლეთ სანაპიროს 145-ზე მეტ დასახლებაში 600.000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. დასავლეთ სანაპიროში […]

ისრაელში მწვანე საშვს მხოლოდ კოვიდის ვაქცინით 3-ჯერ აცრილები მიიღებენ

ისრაელში გასულ დღე-ღამეში კოვიდით 5.923 ადამიანი დაინფიცირდა

ისრაელში „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ე.წ. „მწვანე საშვი“ ისრაელის მოქალაქეებს რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და მრავალ სხვა ადგილში შესვლის საშუალებას აძლევს. ახალი „მწვანე საშვი“ მათთვის გაიცემა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა მიიღო ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდა. მანამდე ე.წ. „მწვანე საშვი“ ორჯერ აცრილებისთვის გაიცემოდა. […]

ისრაელში აუცრელ პედაგოგებს სკოლებში აღარ შეუშვებენ

ისრაელში გასულ დღე-ღამეში კოვიდით 5.923 ადამიანი დაინფიცირდა

დღეიდან ამერიკელებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. თვის ბოლოდან ვაქცინის მე-3 დოზა ყველა სრულად ვაქცინირებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი რუმინეთშიც. რეგულაციებს ამკაცრებს ისრაელი, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. მწვანე საშვის გარეშე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, პედაგოგები […]

საბერძნეთში ისრაელიდან მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთში ისრაელიდან მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფა საბერძნეთში – მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა კუნძულ სამოსთან მოხდა. კერძო თვითმფრინავი ისრაელიდან საბერძნეთის მიმართულებით მიფრინავდა. დაიღუპა ისრაელის ორი მოქალაქე. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. რუსთავი 2

ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ხანძრის გამჩენი ბუშტების საპასუხოდ განახორციელეს. მათივე მტკიცებით, ისრაელის სამხედროების სამიზნე ხან იუნისში მდებარე „ჰამასის“ რაკეტების წარმოების ობიექტი და სასწავლო ბანაკი იყო. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ცეცხლგამჩენი […]