ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყო

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე ვაქცინირება დაიწყოისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.

ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 მილიონს აღნიშნული ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8.000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57% სრულად ვაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიღებული აქვთ ვაქცინის მესამე დოზა, ან მეორე დოზის მიღებიდან ჯერჯერობით 5 თვე არ გასულა.

ისრაელში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დადასტურებული შემთხვევების ნახევარი 11 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში ფიქსირდება.

იპნ