ჭდე: კახეთი

კახეთში მერსედესი ფორდს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია წნორი-ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესისა” და „ფორდ ტრანზიტის” მარკის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალია შუახნის მამაკაცი, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

10 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის ლაგოდეხში 30 წლის გ.ი. დააკავეს – ვიდეო

10 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის ლაგოდეხში 30 წლის გ.ი. დააკავეს - ვიდეო

კახეთში 10 წლის გოგონას მიმართ ძალადობის გამო 30 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]

კახეთში 30 წლის კაცმა 10 წლის გოგონაზე იძალადა – ეს სხვა ბავშვების თვალწინ მოხდა

კახეთში 30 წლის კაცმა 10 წლის გოგონაზე იძალადა - ეს სხვა ბავშვების თვალწინ მოხდა

შემზარავი შემთხვევა კახეთში, ერთერთ სოფელში: 30 წლამდე კაცმა 10 წლის გოგოზე იძალადა. ბავშვზე ძალადობა, სავარაუდოდ, მისსავე სახლში, სხვა არასრულწლოვანთა თვალწინ მოხდა. სავარაუდო მოძალადე დაკავებულია. როგორც შსს-შინ აცხადებენ, დაკავებულს სხვა დანაშაულისთვისაც ედავებიან. დაკავებულის ოჯახში 30 წლის კაცის მხრიდან ძალადობას გამორიცხავენ. “ჯერ მაგას დამტკიცება უნდა, დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა”, – ამბობენ დაკავებულის ახლობლები. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, […]

კახეთში პოლიციამ 1 კგ ნარკოტიკი ამოიღო – ვიდეო

კახეთში პოლიციამ 1 კგ ნარკოტიკი ამოიღო - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ა.ს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი […]

24 წლის თ.ბ-მ მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი მოკლა – ვიდეო

24 წლის თ.ბ-მ მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი მოკლა - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს […]

კახეთში ცოლისძმამ სიძე მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობით, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. დეტალებს “კურიერის” გადამღები ჯგუფი ადგილზე არკვევს.

კახეთში 22 წლის მამაკაცი მწვადით დაიხრჩო

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში 22 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მისი დაღუპვის მიზეზი მწვადი გახდა. „ის ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა, ჯანმრთელი იყო, არც კი ცივდებოდა და ასეთი ჯანმრთელი კაცი მწვადმა დაახრჩო. ის 22 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. კარგი ადამიანი იყო, გულკეთილი და ხალისიანი”, – ამბობს ადგილობრივი. „პრაიმტაიმი“ ქედელის თემის […]

კახეთში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

კახეთში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

დღეს საღამოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში ვენახში ჭურვი ჩამოვარდა. ‘მთავარ არხთან”  ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქების ხმა იყო.  საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კახეთში ჭურვის ჩამოვარდნის შემდეგ, “მთავარმა” გაარკვია, რომ სასაზღვრო სოფელ უდაბნოში გაურკვეველი საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნამსხვრევები დრონის ძრავს ჰგავს, თუმცა, შესაძლოა, პატარა ზომის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატისაც იყოს. შსს ადასტურებს კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის […]

კახეთში ნახევარი ტონა საფერავის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს – ვიდეო

კახეთში ნახევარი ტონა საფერავის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ. დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები […]

კახეთში ქალს ოქროს კბილები მოპარეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ქალი ირწმუნება, რომ საცხოვრებელი სახლიდან ოქროს კბილები მოპარეს. მისი თქმით, შემთხვევა, 21 სექტემბერს, დილით მოხდა. დაზარალებული ყვება, რომ სახლიდან ფულთან ერთად ბალიშის ქვეშ შენახული ოქროს კბილებია წაღებული. სახლის მესაკუთრე, მარტოხელა ქალია, რომელიც მისი თქმით, შემთხვევის დროს რთველში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები, საგამოძიებო მოქმედებებს, ამ დრომდე ატარებენ. პრაიმტაიმი