კახეთში ქალს ოქროს კბილები მოპარეს

კახეთში ქალს ოქროს კბილები მოპარესთელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ქალი ირწმუნება, რომ საცხოვრებელი სახლიდან ოქროს კბილები მოპარეს.

მისი თქმით, შემთხვევა, 21 სექტემბერს, დილით მოხდა.

დაზარალებული ყვება, რომ სახლიდან ფულთან ერთად ბალიშის ქვეშ შენახული ოქროს კბილებია წაღებული.

სახლის მესაკუთრე, მარტოხელა ქალია, რომელიც მისი თქმით, შემთხვევის დროს რთველში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები, საგამოძიებო მოქმედებებს, ამ დრომდე ატარებენ.

პრაიმტაიმი