ჭდე: კახეთი

მანქანა საზამთროს ჯიხურთან მამა-შვილს დაეჯახა – ავარია კახეთში

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. იპნ

“გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან, მამამ ცხვრის მოსატანად გაგზავნა” – კახეთში 21 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 21 წლის ახალგაზრდამ, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცი, რომელიც 6 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა, ნათესავებმა, სოფელთან ახლოს მდებარე ფერმაში, ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. “გუშინ დაბრუნდა უცხოეთიდან. მამამ ცხვრისთვის გაგზავნა, დაბრუნება აღვნიშნოთო. ფერმაში ნახეს ჩამომხრჩვალი. უწესიერესი, საუკეთესოდ აღზრდილი ბიჭი იყო. რა მოხდა, არავინ იცის”- ამბობენ ადგილობრივები. გამოძიება […]

კახეთში მამაკაცს სახელოსნოში მანქანა დაეცა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

უბედური შემთხვევა კახეთში – კაცს ავტომობილი დაეცა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა. „პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, კაცს, სახელოსნოში მოწყობილ სპეციალურ სადგამზე აწეული ავტომანქანა დაეცა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავები მოკვლევას ატარებენ.

ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა

ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ ახალსოფელში, ჩანტლისყურში, მთისძირსა და ჭიკაანში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. მუნიციპალიტეტში მასშტაბით, ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს. რა რაოდენობის ზარალია და მოხდება თუ არა ანაზღაურება, ჯერ კიდევ უცნობია. სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. […]

მედიის მხარდამჭერ აქციას კახეთშიც შეუერთდნენ

მედიის მხარდამჭერ აქციას კახეთშიც შეუერთდნენ

„სოლიდარობა ჟურნალისტებს”, სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს” – მედიის მხარდამჭერ აქციას კახეთშიც შეუერთდნენ. რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები თელავში შეიკრიბნენ და 5 ივლისს მედიაზე განხორციელებული ძალადობა მდუმარე აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა. ისინი მომხდარზე დროულად რეაგირებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. იპნ

“ბიჭმა წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო” – რას ამბობს 8 წლის ბიჭის დედა

"ბიჭმა წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო" - რას ამბობს 8 წლის ბიჭის დედა

კახეთში გაუპატიურების საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდზე, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებიან. პირველმა ინსტანციამ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 9 ივნისს 16 წლის ბიჭი დააპატიმრეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ამიტომ მოზარდის დაკავება უსამართლოა. […]

კახეთში 16 წლის მოზარდმა 8 წლის ბიჭი გააუპატიურა?

კახეთში 16 წლის მოზარდმა 8 წლის ბიჭი გააუპატიურა?

არასრულწლოვანს გაუპატიურების საქმე კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში. 16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან სექსუალური სახის ურთიერთობა ბრალდება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. ის ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა, პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიცვალა და მოზარდი დააპატიმრეს. ბრალდებულის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ექსპერტიზის პასუხის ელოდება 8 წლის ბიჭის ოჯახიც. გამოძიების […]

“უცბად გულის ტკივილი იგრძნო” – კახეთში 17 წლის ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

"უცბად გულის ტკივილი იგრძნო" - კახეთში 17 წლის ბიჭი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა კახეთში – ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის სტადიონზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც თანატოლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს, მედიკოსების მიერ ჩატარებული სამედიცინო დახმარება უშედეგო აღმოჩნდა. მთავარი

კახეთში 2 ავარია მოხდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ფიატის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ფოლკსვაგენს შეეჯახა. ავარია მოხდა ყვარელშიც, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავდნენ მძღოლებიც. ორივე შემთხვევაში, საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით […]

კახეთში მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ახლობლებმა მამაკაცი საკუთარ სახლშ გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ახლობლები ფიქრობენ, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.