ჭდე: კასპი

გიორგი მენაბდიშვილი – “პირდაპირ მითხრეს, რომ მომკლავდნენ”

გიორგი მენაბდიშვილი - "პირდაპირ მითხრეს, რომ მომკლავდნენ"

კასპში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი “მთავარს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პოლიციაში უთხრეს, რომ სამართალს იქ ვერ იპოვიდა. “მთავართან” საუბრისას მენაბდიშვილი ყვება, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში. ერთი მეწილისგან ქარხნის 10 პროცენტიც შეიძინა. ქარხანამ მცირე, თუმცა მოგების მოტანა დაიწყო. პრობლემებიც ამის შემდეგ გაჩნდა. სხვა მეწილეებმა საქმეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს […]

გიორგი მენაბდიშვილი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკითხვაზე ცუდად გახდა

გიორგი მენაბდიშვილი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკითხვაზე ცუდად გახდა

გორის სამხარეო პოლიციასთან, სადაც კასპში დაკავებული მამაკაცია გადაყვანილი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მივიდა. პრაიმ ტაიმის ცნობით, ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შეუძლოდ გახდა. პოლიციაში შესულია დაკავებულის ადვოკატიც, ბრალდებულის უფლებებს სახაზინო იურისტი იცავს.

“კასპში დაკავებული პირი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, ის რუსეთში გადასვლას ითხოვდა” – ბორცვაძე

"კასპში დაკავებული პირი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, ის რუსეთში გადასვლას ითხოვდა" - ბორცვაძე

შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. „ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური“, – განაცხადა ბორცვაძემ. უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიებაა დაწყებული. „დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ… მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ […]

სპეცოპერაცია კასპში – დააკავეს 28 წლის გ.მ, რომელმაც 2 პირი მძევლად აიყვანა

სპეცოპერაცია კასპში - დააკავეს 28 წლის გ.მ, რომელმაც 2 პირი მძევლად აიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი – 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო […]

კასპში 18 წლის ბიჭი ხარმა მოკლა – “მისი გაზრდილი იყო და თოკით დაჰყავდა”

კასპში 18 წლის ბიჭი ხარმა მოკლა - "მისი გაზრდილი იყო და თოკით დაჰყავდა"

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18-წლის ბიჭი ხარმა მოკლა. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელი, კახა კაციაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, ბიჭი გარდაცვლილი ნახეს, რომელსაც საკუთარი ხარი ბალახის საძოვრად მდინარის პირას, ჭალაში ჰყავდა ჩაყვანილი. სოფლის წარმომადგენელი, კახა კაციაშვილი ამბობს, რომ 18 წლის ბიჭი საქონელთან ერთად მარტო იყო წასული. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ხარი თავისი გაზრდილი იყო და თოკითაც დაჰყავდა […]

საკუთარ სახლში ერთი კაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა – კასპში 62 წლის მ.კ. დააკავეს

საკუთარ სახლში ერთი კაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა - კასპში 62 წლის მ.კ. დააკავეს

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]

კასპში 1 მამაკაცი მოკლეს, 1 დაჭრეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 38 წლის მამაკაცია, რომელიც კასპში ხელოსანთან, მანქანის შესაღებად თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. გასროლა ხელოსნის სახლში განახორციელდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთმა კი ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც გასროლა განახორციელა, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია. შემთხვევის ადგილზე შინაგან […]

“3 შვილის დედამ არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო” – რა მოხდა კასპში

"3 შვილის დედამ არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო" - რა მოხდა კასპში

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა გოგომ სახლში იმშობიარა. მოგვიანებით ჩვილი კი საპირფარეშოში ნახეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ, საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის გამო მიმართა. ექიმმა კი პოლიციას შეატყობინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 9 თვის განმავლობაში ფეხმძიმედ იყო. „არც ქმარმა იცოდა, არც დედამ.. 8 თვის იყო ბავშვი და მუცელშივე მოკვდა, მიცვალებული დაბადა“, – […]

კასპში საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

კასპში საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან […]

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი. როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს. „ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან […]