გიორგი მენაბდიშვილი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკითხვაზე ცუდად გახდა

გორის სამხარეო პოლიციასთან, სადაც კასპში დაკავებული მამაკაცია გადაყვანილი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მივიდა.

პრაიმ ტაიმის ცნობით, ბრალდებული გიორგი მენაბდიშვილი შეუძლოდ გახდა.

პოლიციაში შესულია დაკავებულის ადვოკატიც, ბრალდებულის უფლებებს სახაზინო იურისტი იცავს.