“3 შვილის დედამ არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო” – რა მოხდა კასპში

"3 შვილის დედამ არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო" - რა მოხდა კასპშიკასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა გოგომ სახლში იმშობიარა. მოგვიანებით ჩვილი კი საპირფარეშოში ნახეს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ, საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის გამო მიმართა. ექიმმა კი პოლიციას შეატყობინა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 9 თვის განმავლობაში ფეხმძიმედ იყო.

„არც ქმარმა იცოდა, არც დედამ.. 8 თვის იყო ბავშვი და მუცელშივე მოკვდა, მიცვალებული დაბადა“, – ამბობს მეზობელი.

მეზობლების ინფორმაციით, 24 წლის ქალს სამი შვილი ჰყავს.

„წინა წელსაც არ ემჩნეოდა არაფერი და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ექიმმა გააგზავნა კასპში და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ასე იმშობიარა წინა წელსაც, რო არაფერი არ ემჩნეოდა“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი