ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ექსპერტიზის ბიუროში იდენტიფიცირებისთვის მიასვენებენ.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაუჩინარებულ არასრულწოვანს ეძებენ, რომელიც დედ-მამასთან ერთად მეწყერში მოჰყვა.

მაშველებმა მანამდე ამავე ტერიტორიაზე ქალის ცხედარიც იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული, რომლებიც თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

იპნ