ჭდე: კიევი

ჩეხეთის ზოოპარკში ახლად დაბადებულ მარტორქას „კიევი” დაარქვეს

ჩეხეთის ზოოპარკში ახლად დაბადებულ მარტორქას „კიევი" დაარქვეს

ჩეხეთის ზოოპარკში ახლად დაბადებულ მარტორქას „კიევი” დაარქვეს. ასე გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა და დაგმეს რუსეთის სამხედრო თავდასხმა.

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კიევში ორი დღით კომენდანტის საათი გამოცხადდა – ქალაქის მოსახლეობას დღეს 20:00 საათიდან სახლისა და თავშესაფრის დატოვება ეკრძალება. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იქნება: „ვთხოვ ყველა კიეველს მოემზადოს იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევს სახლში ყოფნა ან განგაშის შემთხვევაში – თავშესაფარში“, – ამბობს ვიტალი კლიჩკო.

რუსმა ოკუპანტებმა კიევში საავიაციო ქარხანა „ანტონოვი” დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევში საავიაციო ქარხანა „ანტონოვი" დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევში საავიაციო ქარხანა „ანტონოვი” დაბომბეს. ოკუპანტებმა 3 რაკეტა ისროლეს. ქარხანაში ხანძარია. ჭურვები მოხვდა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლსაც. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია – 7.

კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა

კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა

კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა. ობოლონის რაიონში ავიაიერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა  – 12. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა კორპუსის სამი სართული. მაშველებმა ნანგრევებიდან 17 ადამიანი ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიბომბა “ანტონოვის” ქარხანაც.

ბუნკერში გაჩენილი 2 დღის გიორგი სურმანიძე კიევში გარდაიცვალა

ბუნკერში გაჩენილი 2 დღის გიორგი სურმანიძე კიევში გარდაიცვალა

აფხაზეთიდან დევნილი 27 წლის სალომე სამუშია ომის პირველი დღიდანვე ცდილობს, უკრაინიდან დევნილებს დაეხმაროს. მან და მისმა მეგობრებმა ამ დღეებში 15 ადამიანი შეიფარეს, რომლებიც საქართველოში ტურისტებად იყვნენ ჩამოსულები. უკრაინაში მყოფებისთვისაც სხვადასხვა სახის დახმარებას აგროვებენ და უგზავნიან. სალომემ სოციალურ ქსელში უმძიმესი სტატუსი დადო უკრაინაში მცხოვრებ ქართველზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომლებსაც დღეს დახმარება სჭირდებათ. სალომე სამუშია: – […]

კიევში საპატრულოს უფროსი და ჟურნალისტი დაქორწინდნენ

კიევში საპატრულოს უფროსი და ჟურნალისტი დაქორწინდნენ

ქორწილი ომში – ჟურნალისტი ანგელინა კორიაკინა კიევის ცენტრში ფრონტის ხაზზე დაქორწინდა. მისი რჩეული კიევის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იური ზოზულიაა. ქორწილი ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ევგენი ჟუკოვმა დაადასტურა. თაიგული სახლის ორქიდიებისგან გააკეთეს. საქორწინო ბეჭდები სასწაულად იშოვეს, უსასყიდლოდ. პრაიმ ტაიმი

ღარიბაშვილი – “სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყოს, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში”

ღარიბაშვილი - "საქართველოს ჩაკეტვა და ლოკდაუნი არ იგეგმება"

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკუთარი განცხადების გასამართლებლად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. “და ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?! ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ […]

ნიკა მელია – “კიევში მეგობარი 4 საათი იდგა რიგში და ავტომატი არ შეხვდა”

ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს

ნიკა მელიამ ფეისბუქში დაწერა: “კიევში ჩემმა მეგობარმა 4 საათი ვიდექი რიგში და ავტომატი არ შემხვდაო. ხვალ დილიდან ადრე უნდა მივიდე “ვოენკომატშიო”. აი ეს ხდება კიევში, ვინც ქალაქში დარჩა – ყველა პატრიოტი ისვრის. Welcome to hell! ღორებმა საკადრისი პასუხი უნდა მიიღონ ყველა სადარბაზოსთან!”

მამუკა გამყრელიძე – “მეგობარს კიევში ამ წუთას ვესაუბრე… ახლა იმედი მომეცა…”

"გახარია მე-2 ტურში რომ ვერ გავიდეს, მისთვის დიდი დარტყმა იქნება" - მამუკა გამყრელიძე

მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა: “ამ წუთას დავამთავრე საუბარი მეგობართან კიევში. ხალხი მაგრად დგას. ჯარი კიდევ უფრო მაგრად. ზელენსკის ხალხში უპირობო მხარდაჭერა აქვს. ისიც სულ მოძრაობს და მუდმივ პირად კონტაქტშია მებრძოლებთანო. მოკლედ უძლებენ და რუსების რესურსი ულევი არ არის. ერთადერთი მიზანი კიევში შემოჭრა და ზელენსკის ლიკვიდაცია აქვთო. მაინც ჩვენ ვაჯობებთო. წუხელ სიმწრის ცრემლები მომდიოდა უძლურებისგან. ახლა […]

კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს – 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ. გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.