მამუკა გამყრელიძე – “მეგობარს კიევში ამ წუთას ვესაუბრე… ახლა იმედი მომეცა…”

მამუკა გამყრელიძე - "მეგობარს კიევში ამ წუთას ვესაუბრე... ახლა იმედი მომეცა..."მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ამ წუთას დავამთავრე საუბარი მეგობართან კიევში. ხალხი მაგრად დგას. ჯარი კიდევ უფრო მაგრად. ზელენსკის ხალხში უპირობო მხარდაჭერა აქვს. ისიც სულ მოძრაობს და მუდმივ პირად კონტაქტშია მებრძოლებთანო.
მოკლედ უძლებენ და რუსების რესურსი ულევი არ არის. ერთადერთი მიზანი კიევში შემოჭრა და ზელენსკის ლიკვიდაცია აქვთო. მაინც ჩვენ ვაჯობებთო.
წუხელ სიმწრის ცრემლები მომდიოდა უძლურებისგან. ახლა იმედი მომეცა!”