ჭდე: „ლამპარი“

გიორგი სანაიას შვილი “რუსთავი2”-ის წამყვანი გახდა – სანდრო სანაია „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში

გიორგი სანაიას შვილი "რუსთავი2"-ის წამყვანი გახდა - სანდრო სანაია „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში

„დილა მშვიდობისა საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერს უკვე შაბათ-კვირასაც დაიკავებს. მაყურებელი უკვე უქმეებზეც შეძლებს უახლესი ინფორმაციის მიღებას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, ფსიქოლოგის რჩევების მიღებას, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას, გემრიელი კერძების მომზადებას და ვარჯიშს. განსაკუთრებული სიურპრიზი რუსთავი2-ის მაყურებლებისთვის იყო ის, რომ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი სანდრო სანაიაა, რუსთავი2-ის პოპულარული ჟურნალისტის, 2001 წელს მოკლული გიორგი სანაიას შვილი.

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებს

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებს

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება დღითი-დღე მწვავდება. დეპუტატები არ მალავენ, რომ გუნდი ორ ბანაკად იყოფა – ესენი არიან პრემიერის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგეები ანუ პარლამენტის თავმჯდომარის ფრთა. დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერს თანამდებობიდან წასვლაც კი ურჩიეს. როგორც აღმოჩნდა, დავით ჭიჭინაძე არ არის ერთადერთი, რომელსაც მდინარაძე-კობახიძის გადაწყვეტილებები არ მოსწონს. კოლეგების კრიტიკა ღიად დაიწყო უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა […]

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აპრილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დღეს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, ხოლო 7 – 9 აპრილს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 7 […]

ლევან ხაბეიშვილი: მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა

ლევან ხაბეიშვილი: მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა

“ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა. საუბარია ცხრა საქმეზე. ოპოზიციის მტკიცებით, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მერიის გადაწყვეტილებით, სპეციალური ზონალური შეთანხმება გაფორმდა და მშენებლობებს კოეფიციენტები გაეზარდათ. საუბარია სასტუმროების, კერძო სახლებისა და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე. დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვა რამდენიმე რეკრეაციულ ზონაშიც არის გაცემული. ლევან ხაბეიშვილი შესაბამის დოკუმენტაციასაც ასაჯაროებს. „მაშინ როდესაც დედაქალაქში განიხილებოდა […]

ნაძალადევში “ლამპარის” და მე-12 სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს

ნაძალადევში "ლამპარის" და მე-12 სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს

თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ნაძალადევში მდებარე სკოლების “ლამპარისა” და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკება და ჩხუბი მოხდა. სხვა დეტალები უცნობია. მომხდარს შს სამინისტრო ამ წუთებში არკვევს.

საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები თურქეთში ავარის შედეგად დაშავდნენ

საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები თურქეთში ავარის შედეგად დაშავდნენ

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში. – არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, […]