მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აპრილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დღეს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, ხოლო 7 – 9 აპრილს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

7 აპრილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +14, +19 გრადუსი, 8 აპრილიდან კი +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 5 – 7 აპრილს დღის საათებში +16, +18, ხოლო 8 – 9 აპრილს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.