ლევან ხაბეიშვილი: მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა

ლევან ხაბეიშვილი: მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა“ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში მერიამ უკანონო მშენებლობების ნებართვა გასცა. საუბარია ცხრა საქმეზე.

ოპოზიციის მტკიცებით, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მერიის გადაწყვეტილებით, სპეციალური ზონალური შეთანხმება გაფორმდა და მშენებლობებს კოეფიციენტები გაეზარდათ. საუბარია სასტუმროების, კერძო სახლებისა და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე. დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვა რამდენიმე რეკრეაციულ ზონაშიც არის გაცემული. ლევან ხაბეიშვილი შესაბამის დოკუმენტაციასაც ასაჯაროებს.
„მაშინ როდესაც დედაქალაქში განიხილებოდა გენერალური გეგმა, კახი კალაძე პარალელურად იღებდა ამ გადაწყვეტილებებს, რაც გულისხმობს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებებს. ანუ დადგენილზე მეტი კოეფიციენტეია გაცემული მხოლოდ თებერვლის თვეში. სანამ ჩვენ არ მივიღებთ გენერალურ გეგმას, ეს არის წითელი ხაზი, მანამდე ასეთი კორუფციული გარიგებები გაგრძელდება დედაქალაქში,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
მერიის წერილობით განმარტებაში კი ნათქვამია, რომ თითოეულ დადგენილებას შესაბამისი დასაბუთება აქვს.