ჭდე: მადრიდი

მადრიდის საკონფერენციო ცენტრში 5 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალი გახსნეს

მადრიდის საკონფერენციო ცენტრში 5 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალი გახსნეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვლილთა მკვეთრი ზრდის ფონზე, ესპანეთის ხელისუფლებამ საველე ჰისპიტლების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის საკონფერენციო ცენტრში პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. საავადმყოფოში განთავსდება 5,500 საწოლი, რაც მას ევროპის ტიპის ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს. ჰისპიტლის დირექტორმა, ანტონიო ზაპატერომ, გაზეთ El Mundo-ს განუცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს 300 […]

ათენში და მადრიდში საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

ათენში და მადრიდში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ათენში მყოფი მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. გადის შესაბამის მკურნალობას და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ხოლო მადრიდში მყოფილი ქართველის მჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან ის ონკოლოგიური პაციენტია. პაციენტი გადის შესაბამის მკურნალობას. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ნიუპოსტი

შაკირამ მადრიდის სასამართლოზე იმღერა

შაკირამ მადრიდის სასამართლოზე იმღერა

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, რომელსაც პლაგიატის ბრალდებით სასამართლოში უჩივლეს, ბრალდება უარყო და სასამართლო პროცესზე იმღერა. ინფორმაციას Europa press-ი ავრცელებს. პოპ ვარსკვლავს, კუბელი ლივან კასტელიანო ვალდესი მელოდიის მითვისებაში ადანაშაულებს. მომჩივანის მტკიცებით კოლუმბიელმა მომღერალმა, მისი მიერ, 22 წლის წინ დაწერილი სიმღერის ეპიზოდი მოიპარა. შაკირამ, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდება უარყო. როგორც მომღერალი ამბობს, მის სიმღერა “ველოსიპედს” ვალდესის შექმნილ ნაწარმოებთან […]

მადრიდის ქუჩებში 7.000 სანტა კლაუსი გამოვიდა

მადრიდის ქუჩებში 7.000 სანტა კლაუსი გამოვიდა

მადრიდში საახალწლო მართონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 7.000-მდე სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა მიიღო. ორგანიზატორების ცნობით, მართონი მადრიდის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართა და მონაწილეებს ესპანელი ოლიმპიური ჩემპიონი ფერმინ კაჩოც შეუერთდა. ღონისძიება წელს მეექვსედ ჩატარდა. შემოსული თანხა კი კიბოსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.

მადრიდმა კატალონიაში პირდაპირი მმართველობა გამოაცხადა

მადრიდმა კატალონიაში პირდაპირი მმართველობა გამოაცხადა

ესპანეთის სენატმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რაც კატალონიის რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის დამყარებას გულისხმობს. ეს მუხლი კატალონიის რეგიონის მთავრობის და პარლამენტის დათხოვნას გულისხმობს. ასევე, 6 თვის განმავლობაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ოფიციალური მადრიდის დაექვემდებარებაში გადავა სამართალდამცავი უწყება, ხაზინა და სახელმწიფო მედია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი სენატის ისტორიაში პირველად მოქმედდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში […]