მადრიდმა კატალონიაში პირდაპირი მმართველობა გამოაცხადა

მადრიდმა კატალონიაში პირდაპირი მმართველობა გამოაცხადაესპანეთის სენატმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რაც კატალონიის რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის დამყარებას გულისხმობს.

ეს მუხლი კატალონიის რეგიონის მთავრობის და პარლამენტის დათხოვნას გულისხმობს. ასევე, 6 თვის განმავლობაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ოფიციალური მადრიდის დაექვემდებარებაში გადავა სამართალდამცავი უწყება, ხაზინა და სახელმწიფო მედია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი სენატის ისტორიაში პირველად მოქმედდა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვიოს, რომელზეც განხილული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც კატალონიასთან მიმართებით გატარდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

„მე ვთხოვ ესპანელებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, კანონის უზენაესობა კატალონიაში კანონიერებას აღადგენს“- დაწერა რახოიმ ტვიტერზე.