ათენში და მადრიდში საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ათენში და მადრიდში საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდაათენში და მადრიდში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ათენში მყოფი მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. გადის შესაბამის მკურნალობას და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ხოლო მადრიდში მყოფილი ქართველის მჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან ის ონკოლოგიური პაციენტია. პაციენტი გადის შესაბამის მკურნალობას. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ნიუპოსტი