ჭდე: მეტრო

პანიკა მეტროში – მატარებელი სამგორსა და ისანს შორის გვირაბში გაჩერდა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

თბილისის მეტროში შეფერხება იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მგზავრებმა აცნობეს, მატარებლებს გარკვეულ სადგურებში გაჩერება მოუწიათ, მათ შორის ერთი მატარებელი სამგორისა და ისნის სადგურებს შორის გვირაბში გაჩერდა. თავის მხრივ, სააგენტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა. „მატარებელი ტექნიკური ხარვეზით „მარჯანიშვილზე“ იყო გაჩერებული, მაგრამ ვინაიდან მის გაყვანას […]

მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს

მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს

მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. ამ დროისთვის შეფერხება აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამგორიდან ვარკეთილამდე მეტრო გაჩერებული იყო

სამგორიდან ვარკეთილამდე მეტრო გაჩერებული იყო

მეტროსადგურ „სამგორიდან“ „ვარკეთილამდე“ დღეს მგზავრთა მომსახურება რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს დილით რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხება ფიქსირდებოდა თბილისის მეტროს პირველ ხაზზე. ტექნიკური გაუმართაობის გამო, მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ ხორციელდებოდა, შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია.

ძლიერი დაკვამლიანება “ნაძალადევის მეტროში” – ახალგაზრდა გოგომ გონება დაკარგა

მეტრო ნაძალადევში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოძრაობა შეფერხებულია. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრებს დააცლევინეს ვაგონები. შემთხვევის შედეგად კიმ ახალგაზრდა გოგომ გონება დაკარგა. რა გახდა დაკვამლიანების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ანიტა რაჭველიშვილის და თეა დარჩიას ტაშფანდური თბილისის მეტროში – ვიდეო

ანიტა რაჭველიშვილის და თეა დარჩიას ტაშფანდური თბილისის მეტროში - ვიდეო

ანიტა რაჭველიშვილმა და თეა დარჩიამ მეტროში საოცარი პერფორმანსი შეასრულეს. ჯერ თეა დარჩიამ იცეკვა ”კარმენის” მელოდიაზე, შემდეგ კი ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა. მეტროს მგზავრებმა მაგრად იხალისეს, განსაკუთრებით ეს ანიტას ძაღლზე ითქმის, რომელიც ჯერ ცოტა შეშინდა, მაგრამ შემდეგ საერთო მხიარულებაში ისიც ჩაერთო.

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა. კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვიდა და სკამები დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ მეტროს ვაგონები რამდენიმე თვის წინ განახლდა.

დღეს 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება

"დენის და დამწვრობის სუნია საშინელი..." - მგზავრების მორიგი ევაკუაცია მეტროში

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27-28-29 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასო იქნება. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დადგენილია 8 მარშრუტი, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ. „აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე, მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება […]

რა ხდება ვაგზლის მოედანზე? – თბილისის მეტრო ისევ გაჩერდა

რა ხდება ვაგზლის მოედანზე? - თბილისის მეტრო ისევ გაჩერდა

მეტროსადგურებში ისევ შეფერხებაა – რამდენიმე წუთის წინ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. მეტროსადგური „ვაგზლის მოედანი“ ამ წუთებში მგზავრებს ვერ ემსახურება. როგორც მეტროსადგურის წარმომადგენლებმა მგზავრებს განუცხადეს, ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება არის. უკვე რამდენიმე წუთია, პირველ ხაზზე მატარებელი გაჩერებულია. მგზავრებს შემადგენლობის დატოვება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი, სადგურის დატოვების მოწოდებაც გაისმა. ამ წუთებში მგზავრები მეტროპოლიტენს ტოვებენ. არსებული ნფორმაციით, პარალიზებულია სადგურის მოედნის […]

კახა კალაძემ თბილისის მეტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა – მერიამ 4 ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა

კახა კალაძემ თბილისის მეტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა - მერიამ 4 ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაგონების მოდერნიზებისა და სადგურების რეაბილიტაციის შემდეგ, მეტროში მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გახდება. „დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა […]

“დენის და დამწვრობის სუნია საშინელი…” – მგზავრების მორიგი ევაკუაცია მეტროში

"დენის და დამწვრობის სუნია საშინელი..." - მგზავრების მორიგი ევაკუაცია მეტროში

მეტროში, საბურთალოს ხაზზე მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მეტროსადგურ დელისზე მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა და მგზავრებს ვაგონის დატოვება მოსთხოვეს. ინტერნეტმომხმარებელი Davit Doneriani წერს, რომ  სადგურში დამწვრის სუნი დგას.