კახა კალაძემ თბილისის მეტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა – მერიამ 4 ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა

კახა კალაძემ თბილისის მეტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა - მერიამ 4 ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოაცხადათბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაგონების მოდერნიზებისა და სადგურების რეაბილიტაციის შემდეგ, მეტროში მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გახდება.

„დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა და სადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში, მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გავხადოთ, ხოლო მეტროს სადგურები და ვაგონები რეაბილიტირებული და განახლებული იყოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა