ჭდე: მეტრო

თბილისში მეტრო გაჩერდა – ხალხი სადგურებში შეუძლოდ ხდება

თბილისში მეტრო გაჩერდა - ხალხი სადგურებში შეუძლოდ ხდება

თბილისის მეტროს თითქმის ყველა სადგურში შეფერხებაა. მატარებელთა მიმსოვლა თითქმსი ყველგან გაჩერებულია. აღნიშნული სადგურის მოედანზე მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამ დროისათვის მგზავრებს მხოლოდ საბურთალოს ხაზი ემსახურება. პრობლემა გაცილებით რთული ჩანს. მეტროსადგურებში ხალხი შეუძლოდ ხდება, – ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი იტყობინება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომხდარს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება: „მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა […]

თბილისის მეტროს სადგურები დროებით დახურული იყო – რა მოხდა ავლაბარ-300 არაგველის მონაკვეთზე

თბილისის მეტროს სადგურები დროებით დახურული იყო - რა მოხდა ავლაბარ-300 არაგველის მონაკვეთზე

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს, შეფერხება ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა, რომელიც დეპოში გადაყვანას საჭიროებდა. მატარებელი დროებით „ავლაბარ“-„300 არაგველის“ მონაკვეთზე იყო გაჩერებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფერხებული იყო პირველ ხაზის მუშაობა. დროებით დახურული იყო მეტროს სადგურები. ამ ეტაპზე მოძრაობა ორივე ხაზზე სრულად აღდგენილია, თუმცა სადგურები მგზავრებითაა გადაჭედილი.

“მეტროში, საბურთალოს ხაზზე, ხდება ჰორორი”

"მეტროში, საბურთალოს ხაზზე, ხდება ჰორორი"

რამდენიმე წუთის წინ თამუნა ნოსელიძემ ფეისბუქში დაწერა: “მეტროში, საბურთალოს ხაზზე ხდება ჰორორი – სხვა რა დავარქვა ამ ამბავს, არ ვიცი. მატარებლები არ ან ვერ დადიან ნორმალურად.”

”ვაგონებში დაკვამლიანება იყო, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა” – რა მოხდა საბურთალოს ხაზზე

''ვაგონებში დაკვამლიანება იყო, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა'' - რა მოხდა საბურთალოს ხაზზე

 ”ჯი-ეიჩ-ენს” მეტროს ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელმაც დღეს დილით, საბურთალოს ხაზზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო. „დაახლოებით, 12:00 საათზე, ვაჟა-ფშაველადან სადგურის მოედნის მიმართულებით მიმავალი მეტროს ვაგონი გვირაბში გაჩერდა. დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ვაგონებში საშინელი კვამლი გამოვიდა, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა. საშინელი პანიკა ატყდა, ერთი ქალი ხან სასწრაფოში რეკავდა, ხან სახანძროში, გაგვიყვანეთო, ითხოვდა. ძლივს დავამშვიდეთ. შემდეგ […]

კახა კალაძე – მინდა მადლობა გადავუხადო მეტროპოლიტენის თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება

 ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება 

ჩემი მხრიდან იქნა გაცემული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ მემანქანეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. „მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა […]

მეტრო 5 ივნისსაც არ იმუშავებს – კალაძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეტრო 5 ივნისსაც არ იმუშავებს - კალაძესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თბილსიის მერიის წარნომადგენლები გლდანის დეპოსთან, გაფიცულ თანამშრონლებთან მიდიან, სადაც გადაწყდება განაახლებს თუ არა მეტრო 5 ივნისიდან მუშაობას. თბილისის მერიაში შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. […]

”საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?” – რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ

”საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?” - რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ

რუსთაველის მეტროსთან მეტროს მემანქანეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ. “გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში რომ მივალ, საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?”, – აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45%-ით გაზრდა. აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები […]

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას აპირებენ

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას აპირებენ

 თბილისის მეტროპოლიტენის 250 თანამშრომელი, ძირითადად მემანქანეები, წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. ისინი ანაზღაურების, დაახლოებით, 40 %-ით გაზრდას მოითხოვენ. მეტროპოლიტენის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხს მომავალი კვირის სამშაბათამდე დაელოდება. ქ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელ მატარებლების მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის, გამგეობის თავმჯდომარის რატი კაპანაძის თქმით 2016 წელსაც მათ სამი საგაფიცვო მოთხოვნა ჰქონდათ: […]

”გადამეკეტა, ძლივს წამართვეს ხელიდან, მოვკლავდი ალბათ, რომ არა ხალხი ვაგონში… ჰაერიც კი მენანება და ჭიქა წყალი მსგავსი მართლა ახვარი არაკაცებისთვის..” – ბესო წერედიანი მეტროში მომხდარს იხსენებს

”გადამეკეტა, ძლივს წამართვეს ხელიდან, მოვკლავდი ალბათ, რომ არა ხალხი ვაგონში... ჰაერიც კი მენანება და ჭიქა წყალი მსგავსი მართლა ახვარი არაკაცებისთვის..” - ბესო წერედიანი მეტროში მომხდარს იხსენებს

ცოტა ხნის წინ ბესო წერედიანმა ფეისბუქზე პოსტი დადო, რომელშიც მეტროში მომხდარი ამბავი აღწერა: ”გუშინ მეტროში, ვზივარ ჩემთვის დაღლილი,ჩაფიქრებული,ვერაფერს ვამჩნევ ირგვლივ,გვერდიდან საუბარი მესმის,ნელნელა ტვინმა დაიწყო ფრაზების ანალიზი და.. – ვინა ხარ ბიჭო,რას გავხარ,პატრონი არ გყავს,რა ქართველი ხარ შენ შე ახვარო… მოვტრიალდი,ჩემს გვერდით ჩემი ლევანის ხნის ანგელოზივით ბიჭი ზის,გრძელი ჩამოშლილი ხუჯუჯა კულულებით,თავზე ვიღაც არაკაცი ადგას,ნასვამი,გაუპარსავი,ჩასისხლიანებული თვალებით.. მხოლოდ […]

ექიმმა, რომელსაც ესკალატორის შიში ჰქონდა, პაციენტს ვერ მიუსწრო – დეტალები მეტროში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე

ექიმმა, რომელსაც ესკალატორის შიში ჰქონდა, პაციენტს ვერ მიუსწრო - დეტალები მეტროში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნიუპოსტს“ დაუდასტურეს. როგორც ცნობილია მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი თაკო კ. ფეისბუქის გვერდზე მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: ,,მხოლოდ საქართველოში შეხვდები ექიმს, რომელსაც თურმე სიმაღლისა და […]