ჭდე: მიხეილ კალანდია

მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს – სხდომა დაიხურა

მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს - სხდომა დაიხურა

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი  მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომის დახურვამდე მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მოსამართლის კითხვაზე, დაირღვა თუ არა მისი უფლებები, კალანდიამ აღნიშნა, რომ არ დარღვეულა. კალანდიას […]

მიხეილ კალანდია პატიმრობაში დარჩა

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა. მხარეებმა დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე დღევანდელ სხდომაზე გადახედა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მიხეილ კალანდიას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით შევწყვეტთ ბრძოლას. არსებით სასამართლო სხდომაზე […]

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან ნათია მეზვრიშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს. ბრალებულის ძმის ლუკა კალანდიას თქმით, მეზვრიშვილმა “ცრუ განცხადება” გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ მისი ძმა დაკავებისას ქალაქიდან გარბოდა. „მე მინდა მივმართო ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მე მინდა მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა. მოადგილის რანგის მქონე ქალბატონი არ უნდა აკეთებდეს ასეთ არაკომპეტენტურ […]

მიხეილ კალანდია – “თავს დამნაშავედ არ ვცნობ”

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს. “წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების”, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, […]

რის მიღწევას ცდილობს გახარია კალანდიას დაკავებით – სამართლიანობის აღდგენა თუ კონკურენტების ჩაძირვის მცდელობა

რის მიღწევას ცდილობს გახარია კალანდიას დაკავებით - სამართლიანობის აღდგენა თუ კონკურენტების ჩაძირვის მცდელობა

ერთ წელზე მეტი ითხოვდა ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას. ამ მოთხოვნით გასულ წელს თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა, რაც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომით დასრულდა, მაგრამ დათუნა სარალიძის მკვლელები კვლავ თავისუფლებაზე დარჩნენ. ამ ხმაურიანი აქციებიდან ერთი წლის თავზე, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მის დაკავებას ბევრი ითხოვდა, ამ […]

მიხეილ კალანდიას მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – კალანდიას ოჯახმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა

მიხეილ კალანდიას მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - კალანდიას ოჯახმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა

მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. მიხეილ კალანდიას პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. “ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა. მიხეილ კალანდიას პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან. მიხეილ კალანდია მოთავებული იქნეს სპეციალური […]

ბორის კაკუბავა – “ჩემი შვილიშვილის დაკავების მიზანია ამ ქვეყნის დამხობა, გადმოტრიალება”

ბორის კაკუბავა - "ჩემი შვილიშვილის დაკავების მიზანია ამ ქვეყნის დამხობა, გადმოტრიალება"

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესს მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სასამართლოს შენობაში იმყოფება მიხეილ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავა. კაკუბავას მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. იგი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა კაკუბავა არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს. „არავითარი ბრალდება არ არსებობს.  მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა […]

ლუკა კალანდია – ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”

ლუკა კალანდია - ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”

ჩვენ ვხსნით ყველა კარტს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ გააკეთა და ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო. დავით სარალიძეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის […]

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მიხეილ კალანდია დააკავეს - მას დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა ბრალდება

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. „მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით“, – აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის […]

მიხეილ კალანდია დააკავეს – მას დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა ბრალდება

მიხეილ კალანდია დააკავეს - მას დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა ბრალდება

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს. ეს დიღმის ტრასაზე, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, სავარაუდოდ, მაშინ, როცა ის ქალაქის დატოვებას ცდილობდა. როგორც ჩანს, კალანდიას უთვალთვალებდნენ. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია 4 ივნისს აიყვანეს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან […]