მიხეილ კალანდიას მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – კალანდიას ოჯახმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა

მიხეილ კალანდიას მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - კალანდიას ოჯახმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვამიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. მიხეილ კალანდიას პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიმართა.

“ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა. მიხეილ კალანდიას პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან. მიხეილ კალანდია მოთავებული იქნეს სპეციალური პენიტენციალურ დაწესებულებაში,”-განაცხადა მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა.

სასამართლოს დასრულების შემდეგ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვეს. მათი თქმით, ეს ერთგვარი პერფომანსია, რომელიც მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდებას მიეძღვნა. ბრალდებულის ოჯახი თვლის, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო.

„ჩვენ ბრალდებას არ ვეთანხმებით. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულებები იგივე არის, რაც აქამდე იყო. არასაკმარისი მისი დაკავებისთვის,“-განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არც ბრალდებულის მამა. თენგიზ კალანდია ამბობს, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს და გამოიყენებს ყველა კანონიერ გზას, რაც კი არსებობს.

მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.  ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.

წინა სასამართლო სხდომა 11 ივლისს გაიმართება.