მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილისგან ნათია მეზვრიშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.

ბრალებულის ძმის ლუკა კალანდიას თქმით, მეზვრიშვილმა “ცრუ განცხადება” გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ მისი ძმა დაკავებისას ქალაქიდან გარბოდა.

„მე მინდა მივმართო ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მე მინდა მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა. მოადგილის რანგის მქონე ქალბატონი არ უნდა აკეთებდეს ასეთ არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომში ჩემს ძმას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხში ხელს უშლის. რომ ქალაქიდან გარბოდა და სინამდვილეში სასამართლოზე მოვდიოდით. ამისი ცნობაც არსებობს და ყველანაირი მტკიცებულება” – აღნიშნა კალანდიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი