ჭდე: მოსკოვი

მოსკოვში საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ

მოსკოვში საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ

მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში ხანძარმა ერთი პაციენტი იმსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა, საიდანაც 5 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა, ერთი კი დაიღუპა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს. შენობიდან სულ 295 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო […]

მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

პარიზიდან ჩამოსულმა მგზავრებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ, მანქანის ფანჯრები წიხლებით ჩაამსხვრიეს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასაუხს ელიან. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 300-ს გადააჭარბა, დაღუპულია 45 ადამიანი.

სამტრედიელი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს, გარდაიცვალა – ვიდეო

სამტრედიელი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს, გარდაიცვალა - ვიდეო

20 წლის გოგო საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის მიერ გავრცელდა. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და […]

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა, რომელიც 2001-2002 წლებში ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ჯერგენიას გარდაცვალებას, ასევე, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა ადასტურებს. ჯერგენიამ, დაახლოებით, ერთი წლის წინ „სპუტნიკთან“ გაიხსენა 25 წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ზომების შესახებ განცხადება“, რომელიც, მისი თქმით, თავად შეადგინა და […]

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მამუკა დარჩია მოკლეს – ”არტერიაში მოხვდა დანაო, ამბობენ”

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მამუკა დარჩია მოკლეს - ”არტერიაში მოხვდა დანაო, ამბობენ”

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებმა ინფორმაცია ცოტახნის წინ მიიღეს, შესაბამისად, ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარებს ვერ აკეთებენ. ერთადერთი ვერსიით,  გუშინ საღამოს, მამუკა დარჩია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ახლობლის დაბადების დღეზე, როდესაც წარსულთან დაკავშირებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება  ერთ-ერთ პირთან მოუვიდა, რაც შემდგომ […]

“ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე – თბილისში” – მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა

"ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე - თბილისში" - მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა

მოსკოვში აფხაზური წარმოშობის ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნიაზ ძიაპშპას შვილი თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. თამაზის მეგობრის, წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ინფორმაციით, მან ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტის ერთი ნაწილი თბილისში, ხოლო მეორე ნაწილი სოხუმში დაკრძალონ. მამა ალექსანდრე და თამაზ ძიაპშპა ბავშვობის მეგობრები არიან და თბილისში ერთად გაიზარდენ. თამაზი თავს […]

მოსკოვში საპროტესტო მიტინგში 50.000 კაცმა მიიღო მონაწილეობა

მოსკოვში საპროტესტო მიტინგში 50.000 კაცმა მიიღო მონაწილეობა

მოსკოვში დღეს გამართულ მიტინგში მონაწილეობა თითქმის 50 ათასმა ადამიანმა მიიღო. ამ მონაცემებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი მრიცხველი“ ავრცელებს. განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს პოლიცია. მათი ცნობით, აქციაზე 20 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. სანქცირებული აქციის დრო 16:00 საათზე ამოიწურა. ამ დროისთვის სამი გამომსვლელი რჩებოდა. აქციის დროის ამოწურვიდან 20 წუთის შემდეგ, პოლიციამ მიტინგის სცენასთან ახლოს ხალხის დაკავება დაიწყო. მათ შორის დააკავეს […]

მოსკოვის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 380 პირი დააკავა

მოსკოვის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 380 პირი დააკავა

მოსკოვში პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მერიის მიერ დემონსტრაციის ჩატარებაზე უარის მიღების  შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვში ცენტრში შეკრება და სახალხო სეირნობა დააანონსეს. მოძრაობა „სამართლიანი არჩევნების“ მთავარი მოთხოვნა 27 ივლისის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და იმ პოლიციელების დასჯააა, ვინც გასულ კვირას მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. პუტინის რეჟიმმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აქცია არასანქცირებულია და კანონდამრღვევებს დაკავებებით წინასწარ დაემუქრა. რუსეთის შინაგან საქმეთა […]

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე, 550 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე, 550 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე, 550-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიცია იმ ოფისში შევიდა, საიდანაც მიტინგის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. ტრასლაცია ალექსეი ნავალნის არხზე „ნავალნი ლაივი“ ოპოზიციონერ ვლადიმირ მილოვს მიყავდა, რომელიც პოლიციამ დააკავა. აქციის დაწყებამდე დაკავებული ოპოზიციონერი კანდიდატი იულია გალიამინა სასამართლოშია გადაყვანილი. მას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში მოწოდებისთვის“ მუხლით ასამართლებენ. მიტინგზე პოლიციამ ხალხი მცირე ჯგუფებად დაშალა და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტა. პოლიცია […]

ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს

ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს

ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილი რეისის მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს. ამის გამო მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათით შეაფერხეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ურალის ავიახაზების“ ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრები „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა შეამოწმეს. „შემოწმება პრევენციულ ხასიათს ატარებდა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად“, – წერს „ინტერფაქსი“. სააგენტოს ინფორმაციით, მედიკოსებმა მგზავრები უკონტაქტო თერმომეტრის გამოყენებით შეამოწმეს და […]