ჭდე: მთაწმინდა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ”  შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარდგინა. კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა. ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე. რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძე იყრის. “რეგიონების განვითარებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მე მინდა აღვნიშნო , რომ მუნიციპალიტეტების წინსვლას და […]

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცულებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. რუსთავი 2

ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე მათ ძველ სახლში გადაასვენეს

ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე მათ ძველ სახლში გადაასვენეს

დიდ დიღომში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს. 36 წლის ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე იმ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა. ნათესავები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ოჯახი მშენებლობის დასრულებას და ახალ სახლს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, ბოლოს საცხოვრებლად ავთანდილის ქუჩაზე ახალი წლის წინ გადავიდნენ. „ახალი […]

მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. […]

მთაწმინდაზე, სადაც სასტუმრო შენდება, კლდე ჩამოიშალა – ვიდეო

მთაწმინდაზე, სადაც სასტუმრო შენდება, კლდე ჩამოიშალა - ვიდეო

მთაწმინდაზე კლდე ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ინციდენტი ყიფიანის ქ. 35ბ-ში მოხდა. ამ ადგილზე ერთ-ერთი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. კლდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა. „თბილისში ყიფიანის ქუჩაძე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, დღესვე მთავრობის […]

მთაწმინდის მოსახლეობა საფრთხეშია, ქედმა ჩამოშლა დაიწყო

მთაწმინდის მოსახლეობა საფრთხეშია, ქედმა ჩამოშლა დაიწყო

ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე (კეკელიძის ქუჩის გაგრძელება), სპეც-ტექნიკით კლდის ერთკვირიანი ნგრევის შედეგად მთაწმინდის ქედმა თავად დაიწყო ჩამოშლა, რამაც ბოლო დღეების განმავლობაში უკიდურესად საშიში სახე მიიღო. ინფორმაციას საავტომობილო გზების ასოციაცია ავრცელებს. ასოციაციის ცნობით,  მთაწმინდის ქედის დემონტაჟი ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა “მშენებლებმა” სერიოზულად დაზიანებული ქედი უპატრონოდ მიატოვეს, რის შედეგადაც ჩამონაშალი მასა ყოველდღიურად იზრდება. “არსებობს მეწყრული […]

მთაწმინდაზე ეშმაკის ბორბლის დემონტაჟზე 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

მთაწმინდაზე ეშმაკის ბორბლის დემონტაჟზე 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

მთაწმინდის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შემთხვევა ერთ-ერთი ატრაქციონის, ე.წ ეშმაკის ბორბლის დემონტაჟის დროს მოხდა, რომელსაც  კერძო კომპანია „კანო“ატარებს. დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ერქსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოიკითხნენ კომპანია „კანოს“ თანამშრომლები და თვითმხილველები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.  რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა -საკითხს შრომის ინსპექციაც […]

თაკო ჩარკვიანი მთაწმინდაზე ინციდენტს გამოეხმაურა – ”არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ”

თაკო ჩარკვიანი მთაწმინდაზე ინციდენტს გამოეხმაურა - ”არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ”

– მამის ნატვრა იყო, დამნაშავეებმა აგონ პასუხი და დანარჩენი გავერთიანდეთ. ამის შესახებ გარდაცვლილი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, მთაწმინდაზე, სამგლოვიარო მიტინგზე განაცხადა, რითაც დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. თაკო ჩარკვიანის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ინციდენტში მონაწილე ორი ქალბატონი ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. – არა მგონია და არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას […]

ინციდენტი მთაწმინდაზე – ზვიადისტმა ქალებმა ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვა გააპროტესტეს

ინციდენტი მთაწმინდაზე - ზვიადისტმა ქალებმა ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვა გააპროტესტეს

მთაწმინდაზე, ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა. აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლეილა ცომაიამ განაცხადა, მათ მხოლოდ ორი პლაკატი […]