ჭდე: მთაწმინდა

მთაწმინდაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

მთაწმინდის რაიონში, მაჩაბლისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევის  ადგილზე ერთი ვაზნაა ნაპოვნი. დაჭრილი ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. იმედინიუსი

ხანძარი მთაწმინდაზე – ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება

ხანძარი მთაწმინდაზე - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება

შსს-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება. როგორც “ნიუპოსტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო- სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ლოკალიზებას ათამდე მეხანძრე-მაშველი ჯგუფი ცდილობს. მათივე ინფორმაციით, რთული რელიოფური პირობების გამო ცეცხლის ლოკალიზებაში შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი ერთვება.

”ჯერ გავიგონეთ ყვირილი, შემდეგ კი იყო გასროლა” – მთაწმინდაზე, ჭონქაძის #22-ში, მომხდარი მკვლელობის დეტალები

”ჯერ გავიგონეთ ყვირილი, შემდეგ კი იყო გასროლა” - მთაწმინდაზე, ჭონქაძის #22-ში, მომხდარი მკვლელობის დეტალები

ჭონქაძის #22-ში მომხდარი მკვლელობის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები. მიმდინარეობს ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლების და ქუჩაზე განთავსებული სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლები გამოკითხვა. მკვლელობა მოხდა მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე, სადაც ასევე არის მთაწმინდის პარკში ასასვლელი მატარებელი. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე განთავსებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა, არის თუ არა დაფიქსირებული მომხდარი ფაქტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ”ინტერპრესნიუსთან” პირად […]

სროლა მთაწმინდაზე – მოტოციკლისტმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

სროლა მთაწმინდაზე - მოტოციკლისტმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

თბილისში, მთაწმინდაზე, რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხით მიმავალ მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც მკვლელობის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.

ბიჭები, რომლებიც მთაწმინდის ხანძრის დროს მეხანძრეებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ

ბიჭები, რომლებიც მთაწმინდის ხანძრის დროს მეხანძრეებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი ნიკოლოზ დარსაველიძე ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია სამი ახალგაზრდა. სოციალური ქსელის მომხმარებლის განცხადებით, ეს ბიჭები გუშინ მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებსა და სამაშველო სამსახურს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ: „აი, ეს ახალგაზრდა ვაჟკაცები ედგნენ შიშველი ხელებით მეხანძრეებს გვერდში!!! გაავრცელეთ ნახოს ხალხმა ვინ რას წარმოადგენს!!!“, – წერს დარსაველიძე. ნიუპოსტი

შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს 

შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს 

– მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. – მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, […]

მთაწმინდაზე ხანძარია

მთაწმინდაზე ხანძარია

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ.