მთაწმინდაზე ეშმაკის ბორბლის დემონტაჟზე 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

მთაწმინდაზე ეშმაკის ბორბლის დემონტაჟზე 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდამთაწმინდის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შემთხვევა ერთ-ერთი ატრაქციონის, ე.წ ეშმაკის ბორბლის დემონტაჟის დროს მოხდა, რომელსაც  კერძო კომპანია „კანო“ატარებს. დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ერქსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოიკითხნენ კომპანია „კანოს“ თანამშრომლები და თვითმხილველები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.  რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა -საკითხს შრომის ინსპექციაც შეისწავლის.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.