ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე მათ ძველ სახლში გადაასვენეს

ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე მათ ძველ სახლში გადაასვენესდიდ დიღომში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს.

36 წლის ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე იმ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.

ნათესავები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ოჯახი მშენებლობის დასრულებას და ახალ სახლს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, ბოლოს საცხოვრებლად ავთანდილის ქუჩაზე ახალი წლის წინ გადავიდნენ.

„ახალი გარემონტებული ბინა ჰქონდათ, ახალი ნაყიდი ჰქონდათ. მანამდე აქ იყვნენ, ძალიან კარგი ოჯახი იყო. მეუღლე არ ვიცი, ზუსტად სად არის,“- ამბობს ოჯახის ახლობელი, გიორგი ონაშვილი.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ორი კორპუსი ევაკუირებულია. დღეს სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანხლებით, მოსახლეობის ნაწილს საკუთარ სახლებში შესვლის უფლება მისცეს. 70-ზე მეტი ოჯახი დროებით სასტუმროებში გადანაწილდა. აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე გუშინ მოხდა, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

რუსთავი 2

ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე მათ ძველ სახლში გადაასვენეს