ჭდე: მუხიანი

მუხიანის ყოფილი რადიოქარხანა თემურ უგულავამ 23,3 მლნ ლარად იყიდა

მუხიანის ყოფილი რადიოქარხანა თემურ უგულავამ 23,3 მლნ ლარად იყიდა

მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. „მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“, […]

მუხიანში საქართველოს ბანკი გაძარცვეს – დაკავებულია გ.ჩ.

მუხიანში საქართველოს ბანკი გაძარცვეს - დაკავებულია გ.ჩ.

ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით შსს-მ 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის […]

მუხიანში სუპერმარკეტიდან 5.000 ლარის სიგარეტი მოიპარეს

მუხიანში სუპერმარკეტიდან 5.000 ლარის სიგარეტი მოიპარეს

ქურდობის ფაქტი მუხიანში – ნიღბიანმა დამნაშავეებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაქურდეს.  წაღებულია 5.000 ლარის ღირებულების სიგარეტი. თავდამსხმელებმა, რომლებიც სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, შენობაში სულ 3 წუთი გაატარეს და ადგილიდან მალევე მიიმალნენ. „სიგარეტები ბლოკებით არის წაღებული. მხოლოდ სიგარეტებია წაღებული. დაკავებული არ ვიცი თუ არის ვინმე. ნიღბიანები იყვნენ. კარებზე არის ბოქლომის ჟალუზი ჩაჭრილი,“-აცხადებენ სუპერმარკეტში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მარკეტის […]

მუხიანში ქალის გაუპატიურებისთვის დაკავებული რობერტ ალადაშვილი შესაძლოა გლდანელი მანიაკი იყოს?

მუხიანში ქალის გაუპატიურებისთვის დაკავებული რობერტ ალადაშვილი შესაძლოა გლდანელი მანიაკი იყოს?

თბილისში, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული 23 წლის ბიჭი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული რობერტ ალადაშვილია. 34 წლის დაზარალებული ქალი ჰყვება, რომ გასული წლის 30 დეკემბერს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის საღამოს საფეხმავლო ბილიკის გავლით სახლში ბრუნდებოდა. შემთხვევა მუხიანში მოხდა. ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ის […]

“ელექტროშოკი მომადო, დავვარდი მუხლებით. ზურგით დამაგდო და იძალადა. ვტიროდი, ვყვიროდი”

"ელექტროშოკი მომადო, დავვარდი მუხლებით. ზურგით დამაგდო და იძალადა. ვტიროდი, ვყვიროდი"

თბილისში ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს. ის ელექტრო შოკით გათიშეს. შემთხვევა გლდანში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაზარალებული „კურიერს“ უყვება, რომ უცნობმა პირმა, რომელიც მას ქუჩაში ღამით აედევნა, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით გათიშა და შემდეგ მასზე იძალადა. ახალგაზრდა ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მის სხეულზე ძალადობის კვალი არსებობს. დაზარალებული მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „ახმეტელის მეტროდან რომ ამოვედი, გადმოვჭერი გობრონიძის ქუჩა, შევამჩნიე, […]

მუხიანში 23 წლის მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა

მუხიანში 23 წლის მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა

ფეისბუკში ახალგაზრდა ქალმა მუხიანში მომხდარ ფაქტზე დაწერა. მისი თქმით, გობრონიძის ქუჩაზე უცნობი პიროვნება თავს დაესხა და მასზე იძალადა. „საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების. მინდა გაფრთხილდეთ, უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს, მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის 4 დარტყმით […]

სისხლიანი გარჩევა მუხიანში – 1 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა მუხიანში - 1 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრეს

თბილისში, მუხიანში, სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. შემთხვევა თბილისის გარეუბანში გვიან ღამით მოხდა, დაშავებული მამაკაცი დაზიანებებით მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახალგაზრდას დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის, 236-ე იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და […]

მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს

მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს

სამართალდამცველებმა მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას […]

მუხიანში ელექტროტექნიკის მაღაზია დაიწვა

მუხიანში ელექტროტექნიკის მაღაზია დაიწვა

თბილისში, მუხიანში ბენზინგასამართი სადგურის გვერდზე ელექტროტექნიკის მაღაზია დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 70-80 კვ.მ. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.

”ზ.გ.-მ მოკლა გ.ჩ., საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – შსს-მ მუხიანში მკვლელობა გახსნა

”ზ.გ.-მ მოკლა გ.ჩ., საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” - შსს-მ მუხიანში მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ […]