მუხიანში სუპერმარკეტიდან 5.000 ლარის სიგარეტი მოიპარეს

მუხიანში სუპერმარკეტიდან 5.000 ლარის სიგარეტი მოიპარესქურდობის ფაქტი მუხიანში – ნიღბიანმა დამნაშავეებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაქურდეს.  წაღებულია 5.000 ლარის ღირებულების სიგარეტი. თავდამსხმელებმა, რომლებიც სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, შენობაში სულ 3 წუთი გაატარეს და ადგილიდან მალევე მიიმალნენ.

„სიგარეტები ბლოკებით არის წაღებული. მხოლოდ სიგარეტებია წაღებული. დაკავებული არ ვიცი თუ არის ვინმე. ნიღბიანები იყვნენ. კარებზე არის ბოქლომის ჟალუზი ჩაჭრილი,“-აცხადებენ სუპერმარკეტში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მარკეტის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.