ჭდე: ოთარ ფარცხალაძე

შალვა ხაჭაპურიძე – ”ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მეგობრობდა, სარდაფის ეპიზოდზე განცხადებას თავად გააკეთებს”

შალვა ხაჭაპურიძე - ”ლევან ყიფიანი საგანგებო განცხადებას გააკეთებს”

ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. ხაჭაპურიძე უკვე საქალაქო სასამართლოშია, სადაც ცოტა ხანში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის დაკითხვა უნდა დაიწყოს. „საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ […]

ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ფირმა ირაკლი კერვალიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა

ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ფირმა ირაკლი კერვალიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, 2018 წლის 16 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“-ს 100 % წილი 2 მილიონ ლარად გაყიდა. კომპანია ბიზნესმენმა ირაკლი კერვალიშვილმა შეიძინა. აღნიშნული ბიზნესკომპანია ოთარ ფარცხალაძემ 2016 წლის 29 ივნისს შპს „როიალ დეველოფმენთისგან“ 235.000 აშშ დოლარად იყიდა. „რეგინფო“ წერდა,  რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში […]

ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძის და ოთარ პირველის გვარები გამოჩნდა

ნუგზარ კახიძის მკვლელი 2 პისტოლეტით ისროდა და ფეხზე ბახილები ეცვა - ახალი დეტალები

საბურთალოზე მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის საქმეში  გამოძიება ბიზნესწილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე მუშაობს, სწორედ ეს არის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია. მოკლულ ნუგზარ კახიძეს 2017 წლიდან დავა ყოფილ პარტნიორთან ოთარ პირველთან ჰქონდა. „კურიერის“ ინფორმაციით, დავის მიზეზი კომპანია „ვარკეთილი 96“-ის მოგების გადანაწილება იყო. კახიძემ და ბაზრობის სხვა მეწილეების საჩივრის საფუძველზე, ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო და ოთარ […]

“კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარ ფარცხალაძეს რამეს?”- რა რეაგირება მოჰყვება აუდიტის დასკვნას

"კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარ ფარცხალაძეს რამეს?"- რა რეაგირება მოჰყვება აუდიტის დასკვნას

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის უკონკურენტო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქმე საგამოძიებო უწყებებამდე მივიდეს. – იმის გათვალისწინებით, რომ ჩვემ ვიცით, ვინ არის ფარცხალაძე, რომელიც გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის, მეგობარი. ძალაინ მეეჭვება, რომ იმ პროკურატურამ, რომელიც ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული, ბერა […]

მერაბიშვილი ციხიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს – ზვიად კუპრავა დეტალებს ყვება

მარგველაშვილი მერაბიშვილს შეიწყალებს?

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს. ამის შესახებ მან გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა. “რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, ეს მოხდა გვიან ღამით, როდესაც ვანო მერაბიშვილის საკანი გააღო აღნიშნული ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ, […]

რუსთავი 2 – ”ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა”

რუსთავი 2 - ”ოთარ ფარცხალაძემ საქართველო  დატოვა”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა. როგორც მთავარი საინფორმაციო გამოშვების ანონსში ითქვა, ფაქტს ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. უცნობია, როდის დატოვა და როდის დაბრუნდება ფარცხალაძე სამშობლოში. ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ ორ სხვადასხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ლაშა თორდია – ვარწმუნებ ოთარ ფარცხალაძეს, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრება ამ სიტუაციიდან

ლაშა თორდია - ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა მე მებრძვიან

– მე ოთარ ფარცხალაძეს ვარწმუნებ, რომ ის ასე მარტივად ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრება. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლაშა თორდიას განცხადებით, საინტერესო იყო ის, რომ შსს-ს დღევანდელი ბრიფინგი აუდიტის სამსახურის პრეზენტაციას დაემთხვა. – ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა ახლა უკვე მთელი იმ […]

პროკურატურაში ფარცხალაძე დაკითხეს – ადვოკატი მოსიაშვილი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს

პროკურატურაში ფარცხალაძე დაკითხეს - ადვოკატი მოსიაშვილი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს

პროკურატურაში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა, ის სამართალდამცავებმა კლუბ ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძეს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა თავად ფარცხალაძე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მისთვის მიწების გადაცემის სავარაუდო […]

ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა – ”ლაშა თორდია არ მიცემია”

ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა - ”ლაშა თორდია არ მიცემია”

ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება. ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან – გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად – ცოტა ხნის წინ მოვიდა. ფარცხალაძე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო, უწყებაში თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა. ფარცხალაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება. […]

ოთარ ფარცხალაძეს დღეს დაკითხავენ

ოთარ ფარცხალაძეს დღეს დაკითხავენ

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში დღეს დაკითხავენ. ფარცხალაძე დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე უნდა მივიდეს. როგორც ცნობილია ყოფილი მთავარი პროკურორი დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივა. ფარცხალაძე 13 მაისს კაფე ბარ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.