ოთარ ფარცხალაძეს დღეს დაკითხავენ

ოთარ ფარცხალაძეს დღეს დაკითხავენსაქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში დღეს დაკითხავენ. ფარცხალაძე დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე უნდა მივიდეს. როგორც ცნობილია ყოფილი მთავარი პროკურორი დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივა.

ფარცხალაძე 13 მაისს კაფე ბარ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.