ჭდე: პარლამენტი

4 მარტს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, გაიმართება თუ არა 5 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა

„არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება“ - ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

4 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, სადაც გადაწყდება, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომა 5 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის მიზნით. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღი თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს შორის კონსულტაციებისას […]

ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს

NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს. 2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს. თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია. პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 – 6 740 ლარია. 2020-2022 […]

მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტისგან განმარტებებს ითხოვს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს. წერილში ნათქვამია: „27 დეკემბერს, მოსამართლეებმა, მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი […]

პარლამენტთან სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების ჩანიშვნა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძის განცხადებით, დღევანდელი აქციაზე სპიკერები იქნებიან ახალგაზრდები, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც ეცდებიან ხელისუფლებას მიაწვდინონ სამოქალაქო პროტესტის […]

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ექიმის განცხადებით, შიმშილობის ფონზე, ელენე ხოშტარიას თავბრუსხვევა და სისუსტე აღენიშნებოდა. მისი ინფორმაციით, ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. „უკვე მეხუთე დღეა, რაც ელენე შიმშილობს. შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობლად არის დასუსტებული. ბუნებრივია, ეს მას ეტყობა. ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, ალბათ, სისუსტე კიდევ უფრო მოიმატებს და შეიძლება […]

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტში სპეცრაზმი შეიყვანეს

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება. დანაყოფები პარლამენტის სასახლის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უკანა ეზოში ყვითელი ავტობუსებითა და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ. სპეცდანაყოფები ავტობუსით შეიყვანეს ასევე, პარლამენტის ეზოშიც. უფრო კონკრეტულად, პოლიციელებით სავსე რამდენიმე ერთეული ყვითელი ავტობუსი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, ხოლო ერთი ავტობუსი პარლამენტის ეზოში შეიყვანეს. სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას უკავშირდება. იპნ

პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს

პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს

ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები დაარბიეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, “როგორც პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია გაასუფთავეს, ასევე გაასუფთავებენ ქვეყანას სექსუალური უმცირესობებისგან”. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქ განთავსებული იყო იმ პოლიტიკური ძალების კარვები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ლგბტ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს. მათი თქმით, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ინტერესებთან. „ჩვენ ვერ ჩავატარებთ აქციას […]

ნაცმოძრაობა პარლამენტში შედის – 7 თვიანი ბოიკოტი დასრულდა

ნაცმოძრაობა პარლამენტში შედის - 7 თვიანი ბოიკოტი დასრულდა

7-თვიანი ბოიკოტის დასასრული – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ენმ ბოიკოტს წყვეტს აჭარაშიც და უმაღლეს საბჭოში შედის. დღევანდელ პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა მოლაპარაკებები და რეგიონებში, პარტიის წარმომადგენლებთან რამდენიმეკვირიანი შეხვედრები.

ნაცმოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და საქართველოს პარლამენტში და აჭარის უზენაეს საბჭოში შედის

30 წლის დ.კ-მ ნიკა მელიას პლაკატს მანქანიდან ესროლა და კახეთში გაიქცა - შსს-მ ის დააკავა

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და ორშაბათიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მედეა ვასაძე აცხადებს. ვასაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რეგიონებში შეხვედრები გამართეს და მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. „მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შეხვდა აჭარის აქტივს, ვესწრებოდი მე ამ სხდომას, როგორც უმაღლესი […]

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავალი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა. შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. იპნ