საქართველოს პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

საქართველოს პარლამენტმა მუშაობა შეაჩერაქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება.

არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავალი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

იპნ