ჭდე: pirveli

აშშ–მ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული ბომბი გამოიყენა

აშშ–მ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული ბომბი გამოიყენა

რამდენიმე საათის წინ შეერთებულმა შტატებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული იარაღი გამოიყენა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა. _ ბრძოლაში ეს ბომბი პირველად იქნა გამოყენებული, _ განაცხადეს პენტაგონში. ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ბომბი ჩამოაგდეს რამდენიმე საათის წინ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბების და გამოქვაბულების გასანადგურებლად, რომლებსაც ისლამური სახელმწიფო იყენებდა. ამერიკული მედია ამ ბომბს უწოდებს ყველაზე დიდ არაბირთვულ […]

ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტა

ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტა

სანკტ პეტერბურგში, ვასილიევსკის კუნძულზე მდებარე ბიბლიოთეკასთან, 17 წლის მოზარდს ხელში ბომბი აუფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ”ფონტანკა” ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად სანკტ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტმა მძიმე დაზიანება მიიღო, მას ხელი მოწყდა და სახის ნაწილი დაუზიანდა. დაშავებული მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტმა მიწიდან რაღაც საგანი აიღო. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ისევე, როგორც სხვა წევრებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისაკენ, – განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მან საკონსტიტუციო კომისიის […]

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან წავიდა

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან წავიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკისგან ხანგრძლივ ან სამუდამო პაუზას იღებს. ამის შესახებ ხიდაშელმა რადიო „პალიტრის“ ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში „შუადღის სტუდია“ სტუმრობისას განაცხადა. – ასე გამოვიდა, რომ ჩემს სტატუსში ბევრი ყოფილია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ბევრს არაფერს ცვლის ჩემთვის. 12-წლიანი პაუზის შემდეგ მე დავბრუნდი იქ, სადაც ვიყავი – სამოქალაქო სექტორში. ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნებს ვეხმარებით […]

გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვას მსახიობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად კოლეგები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ. დაკრძალვამდე სასულიერო პირმა პანაშვიდი გადაიხადა. გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მსახიობის ოჯახს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური […]

მიხეილ გიორგაძე: ზურაბ ყიფშიძე 400 ლარზე ბევრად მეტ ხელფასს იღებს

მიხეილ გიორგაძე: ზურაბ ყიფშიძე 400 ლარზე ბევრად მეტ ხელფასს იღებს

მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძმ კომენტარი გააკეთა. მიხეილ გიორგაძე თეატრების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. -სამინისტროს ცენტრალურ აპარატს 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ ქსელში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურა ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, […]

ნინო დარასელი: წავიდა დიდი ხულიგანი. დიდი ბოდიში, ვახო და მშვიდობით, ტუი!

ნინო დარასელი: წავიდა დიდი ხულიგანი. დიდი ბოდიში, ვახო და მშვიდობით, ტუი!

ჟურნალისტი ნინო დარასელი მისი ოჯახის წევრის, ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დარასელის თქმით ვახტანგ რჩეულიშვილი დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა: – ტუი იცით, რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა. ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა, ჰოდა […]

დაპირისპირება პარლამენტში – რატომ არ აქვს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია  

დაპირისპირება პარლამენტში - რატომ არ აქვს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პარლამენტში წარდგენის შემდეგ¸ კომიტეტის სხდომიდან გამოსულ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეს შეკითვით მოძრაობა „თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ მიმართა. ყოფილ დეპუტატს აინტერესებდა თუ რატომ არ ენიჭება მისი აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია. – კონკრეტული კითხვა მაქვს და პასუხი მინდა. აფეთქება განხორციელდა ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომელიც გაჯერებული იყო მეტალის ელემენტებით. აფეთქება მოხდა მთელს […]

წალენჯიხაში საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად სპრედით ამარაგებდნენ 

წალენჯიხაში საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად სპრედით ამარაგებდნენ 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა – ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის […]

„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს” 

„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს" 

„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს,“ – ისმის თვითმხილველის ხმა ვიდეოჩანაწერში, რომელის “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა დღეს გაასაჯაროვა. ჟურნალისტის განცხადებით ეს ვიდეომასალა მას ერთ-ერთმა მოწმემ მიაწოდა, რომელიც მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებას შეესწრო. მოწმის განცხადებით, მან სამართალდამვცელებს არაერთხელ მიმართა თხოვნით, ჩხრეკას დასწრებოდა, რაზეც უარი მიიღო. ვიდეოში ისმის თავად ბრალდებული დავით ხარშილაძის ხმაც, რომ მას ნარკოტიკი არ […]