ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტა

ბომბმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტს ხელი მოწყვიტასანკტ პეტერბურგში, ვასილიევსკის კუნძულზე მდებარე ბიბლიოთეკასთან, 17 წლის მოზარდს ხელში ბომბი აუფეთქდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ”ფონტანკა” ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების შედეგად სანკტ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტმა მძიმე დაზიანება მიიღო, მას ხელი მოწყდა და სახის ნაწილი დაუზიანდა.

დაშავებული მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტმა მიწიდან რაღაც საგანი აიღო.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.