აშშ–მ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული ბომბი გამოიყენა

აშშ–მ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული ბომბი გამოიყენარამდენიმე საათის წინ შეერთებულმა შტატებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ზემძლავრი არაბირთვული იარაღი გამოიყენა.

ეს ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.

_ ბრძოლაში ეს ბომბი პირველად იქნა გამოყენებული, _ განაცხადეს პენტაგონში.

ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

ბომბი ჩამოაგდეს რამდენიმე საათის წინ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბების და გამოქვაბულების გასანადგურებლად, რომლებსაც ისლამური სახელმწიფო იყენებდა.

ამერიკული მედია ამ ბომბს უწოდებს ყველაზე დიდ არაბირთვულ ბომბს, რომელიც აშშ–ს გააჩნია. მას “ყველა ბომბის დედას” ეძახიან.

GBU-43/B ბომბის მასა 9,5 ტონას აღემატება. მას გააჩნია თანამგზავრული დამიზნების სისტემა.