ჭდე: ქართული მარში

ასპინძაში ”ქართული მარშის” წევრებმა ”ოცნებას” სიები წაართვეს

ასპინძაში ”ქართული მარშის” წევრებმა ”ოცნებას” სიები წაართვეს

ასპინძის სოფელ დამალაში “ქართული მარშის” წევრებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს სიები წაართვეს. მარშის წევრები ასპინძაში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, მორაგბე ლევან ცაბაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. ცაბაძე ამბობს, რომ სოფელ დამალაში, ერთ-ერთ უბანზე ”ქართული ოცნება”  გაყალბებას აპირებს. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ. იმედინიუსი

,,რა იქნება ქართული მარშის პასუხი??? დედას გიტირებთ…!” – სანდრო ბრეგაძე ოპონენტებს აფრთხილებს

,,რა იქნება ქართული მარშის პასუხი??? დედას გიტირებთ…!” - სანდრო ბრეგაძე ოპონენტებს აფრთხილებს

,,ქართული მარშის“ წევრის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ქართული მარშის წინააღმდეგ ,,სოროსმა ქართულ ფილიალს დიდი თანხა გამოუყო“. ამის შესახებ ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს: ,,დაზუსტებული ინფორმაციით, ქართულ მარშის გასანადგურებლად სოროსმა ძალიან დიდი თანხა გამოუყო თავის ქართულ ფილიალს. ახლა დაიწყება ჟურნალისტების მოსყიდვა, პოლიტიკოსების გადაბირება, სულგაყიდული ბომონძღის მობილიზაცია ჩვენს წინააღმდეგ. რა იქნება ჩვენი ანუ ქართული მარშის […]

კალაძე ქართული მარშის წინააღმდეგ – “ეს არის ცრუ კამპანია”

კალაძე ქართული მარშის წინააღმდეგ - "ეს არის ცრუ კამპანია"

– ის განცხადებები, რაც კეთდება, რომ თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი, – ასე ეხმაურება კახა კალაძე “ქართული მარშის” ბრალდებებს მმართველი გუნდის მიმართ და ამ შინაარსით ბოლოდროინდელ განცხადებას მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს, რომლის უკანაც კონკრეტული ადამიანები დგანან. – მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. ის […]

ელისო კილაძე – “ქართული მარში” სასტუმრო “საქართველოში” დაბინავდა…რეჟისორი ირაკლი ღარიბაშვილი, სცენარის ავტორი გრუ”

„არ დამასწრეს ჩხრეკას, იმიტომ რომ ჩაგიდეს" 

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ქართული მარში”სასტუმრო “საქართველოში” დაბინავდა (თარხნიშვილის ქუჩის მხრიდან) ამ უბანში ნებისმიერი საშუალო ოფისის ფასი 800$-დან იწყება ( ვინ იხდის ?) კახელების კარტელის ახალი გეგმა თბილისის ცენტრში არეულობა,კანცელარიასთან კარვების გაშლა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნაა. როლებში :ბრეგაძე,სადღობელაშვილი,კორკოტა და სხვები. რეჟისორი ირაკლი ღარიბაშვილი,სცენარის ავტორი გრუ.”

პატრიარქმა ,,ქართული მარშის“ წევრებს აქციის გამართვისგან თავშეკავება ურჩია

პატრიარქმა ,,ქართული მარშის“ წევრებს აქციის გამართვისგან თავშეკავება ურჩია

დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შესახვედრად სოფელ სნოში იმყოფებოდნენ ქართული მარშის ორგანიზატორები გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე და ლადო სადღობელაშვილი. უცნობია საუბრის დეტალები, თუმცა არსებული ინფორმაციით, ილია მეორემ ქართული მარშის ორგანიზატორებს დაგეგმილი აქციის გამართვისგან თავისშეკავება ურჩია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გია კორკოტაშვილმა განაცხადა, პატრიარქმა დღევანდელ საღამოს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, კორკოტაშვილი აქციაზე მისვლას მაინც გეგმავს. – პატრიარქი, როგორც […]

ნარმანია: თბილისის მერია ქართულ მარშს აქციის ჩატარების სანქციას არ მისცემს

დავით ნარმანია: „თბილისში სასაფლაოების დეფიციტი არ გვექნება“

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს დაანონსებულ “ქართულ მარშს” და ევროპული საქართველის აქცია-მსვლელობას გამოეხმაურა. “გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად ორი აქცია იყო დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატირებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ვაცნობეთ, რომ ამ დროს და ამ ადგილზე აქცია დანიშნული იყო,” – განაცხადა ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს. “ყველას აქვს სიტყვისა […]

მელორ ვაჩნაძემ ქართული მარში დატოვა

მელორ ვაჩნაძემ ქართული მარში დატოვა

ქართული მარშს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მელორ ვაჩნაძე ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა: “ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ და გააზიარეთ!!! ჩემო ძვირფასებო და სანაქებო ადამიანებო მე მელორ ვაჩნაძე ესრთი ჩვეულებრივი საქართველოს ჯარისკაცი და ამ ქვეყანაზე და ამ ქვეყნის თვითოეულ მოქალაქეზე (უკლებლივ) შეყვარებული, გთხოვთ სწორად გამიგოთ პირადი და ოჯახური მიზეზების გამო ვეთიშები ამ წუთიდან “ქართული მარშის” […]