ნარმანია: თბილისის მერია ქართულ მარშს აქციის ჩატარების სანქციას არ მისცემს

ნარმანია: თბილისის მერია ქართულ მარშს აქციის ჩატარების სანქციას არ მისცემსთბილისის მერი დავით ნარმანია დღეს დაანონსებულ “ქართულ მარშს” და ევროპული საქართველის აქცია-მსვლელობას გამოეხმაურა. “გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად ორი აქცია იყო დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატირებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ვაცნობეთ, რომ ამ დროს და ამ ადგილზე აქცია დანიშნული იყო,” – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს. “ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილზე, იგივე დროს იყო აქცია დანიშნული და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია. სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას – თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება”, – დასძინა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მერიას მიაჩნია, რომ ეს აქცია აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს უნდა ჩატარდეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ  2017 წლის 17 ივლისს თბილისის მერიას წერილობით მიმართა ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის” პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მიმდინარე წლის 23 ივლისს, მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

დღეს, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” აქციის გამართვას აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველო” გეგმავს.