ჭდე: რუსეთი

გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა

გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა

გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრის შედეგი ასეთია: მომხრე 93 ქვეყანა, წინააღმდეგი – 24; თავი შეიკავა 58-მა ქვეყანამ. რუსეთის გარიცხვისთვის ხმების 2/3 იყო საჭირო. რეზოლუცია აშშ-მ მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ ბუჩადან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები გავრცელდა. ცნობისთვის,მანამდე რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც “არამეგობრული ჟესტი”. მთავარი

ახალი ზელანდია მოსკოვს სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდია მოსკოვს სანქციებს უწესებს

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ახალი ზელანდია ოფიციალურ მოსკოვს სავაჭრო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გავრცელებული. უწყების ცნობით, ახალი ზელანდიის ხელისუფლება აგრესორი ქვეყნიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 35%-იან გადასახადს აწესებს. „დღევანდელი დღისთვის ეს არის ახალი ზელანდიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ახალი […]

შამბა – “აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება”

შამბა - ”საქართველოსთან დიალოგის დაწყებაა საჭირო”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. – აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ.  ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ […]

რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან რადიკალურად შეამცირებს სამხედრო აქტივობას

რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან რადიკალურად შეამცირებს სამხედრო აქტივობას

რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა. „იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული […]

რუსეთის ერთ-ერთი პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის ერთ-ერთი პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში რუსები სწრაფი ტემპებით ცდილობენ სარემონტო ბაზის დამონტაჟებას, რათა უკრაინაში განადგურებული სამხედრო ტექნიკა, დიდი ხნის წინ დასაწყობებული, რეზერვში მყოფი მანქანებით ჩაანაცვლონ. თუმცა, „დაკონსერვებული” ტექნიკის უდიდესი უმრავლესობა იმდენად განადგურებულია, რომ მისი აღდგენა ვერ ხერხდება. ტანკებს და სხვა საბრძოლო ტექნიკას ხშირად არ აქვს ძრავები, მათი ოპტიკური მოწყობილობები და ელექტრონიკა, რომელიც ძვირფას […]

სალომე ზურაბიშვილი – “იქნება საქართველო შემდეგი? იმედია, ეს აღარ განმეორდება”

„არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება“ - ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

იქნება თუ არა საქართველო შემდეგი? ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც წამყვანმა მას ჰკითხა, შიშობს თუ არა საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ” და მნშინველოვანია “მსოფლიომ […]

რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავს

რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავს

რუსეთის ფედერაცია ყირიმის ხიდზე როსგვარდიის ძალების მიერ ბლოკირების მომზადებას აპირებს. საოკუპაციო ხელისუფლება ასევე შეზღუდავს ბორნების მოძრაობას და ნახევარკუნძულის საჰაერო კავშირებს რუსეთთან – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება. აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებების ფორმალური მიზეზი უკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა და შესაძლო „ტერორისტული თავდასხმების“ პრევენციაა. „ამგვარად, პუტინის მთავრობა ცდილობს უპასუხოს პანიკას რუსეთის მოქალაქეებს შორის, […]

რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხანა გაჩერდა

რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხანა გაჩერდა

უცხოური წარმოების კომპონენტების არქონის გამო, რუსეთში ტანკების მწარმოებელი ერთადერთი ქარხნის “ურალზავოდის”  მუშაობა გაჩერებულია – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და თავდაცვის უწყება ადასტურებს. შტაბის ინფორმაციით, ამავე მიზეზით მუშაობა შეაჩერა “ჩელიაბინსკის ტრაქტორის მწარმოებელმა ქარხანამაც”. “ეს კომპანიები სპეციალიზებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში. ამის ფონზე კი ,უკრაინაში მყოფი […]

“რუსული გემებისთვის ყველა პორტი დაკეტეთ” – პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიას მიმართა

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა"

– მხარი  დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას. ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიას და გერმანიის მოქალაქეებს და რუსული გემებისთვის ყველა პორტის დაკეტვა მოითხოვა: – თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთში ფული აღარ იქნება. თქვენ ვალდებულები ხართ, ადამიანები დაიცვათ. როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე […]

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა დაავალა

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტა დაავალა

მართლმსაჯულების საერთშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის მხარის სარჩელი და რუსეთის მხარეს დაავალა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. არსებობს დავა უკრაინასა და რუსეთს შორის. უნდა დადგინდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი გენოციდს დონეცკის ოლქში. უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა უკრაინის მხრიდან რუსების გენოციდი. რუსეთის განცხადებები რეალურად სინამდვილეს არ შეესაბამება. პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში არსებულ სიტუაციას საშინელება […]