რუსეთის ერთ-ერთი პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის ერთ-ერთი პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა - უკრაინის დაზვერვაუკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის საზღვრიდან 35 კილომეტრში რუსები სწრაფი ტემპებით ცდილობენ სარემონტო ბაზის დამონტაჟებას, რათა უკრაინაში განადგურებული სამხედრო ტექნიკა, დიდი ხნის წინ დასაწყობებული, რეზერვში მყოფი მანქანებით ჩაანაცვლონ. თუმცა, „დაკონსერვებული” ტექნიკის უდიდესი უმრავლესობა იმდენად განადგურებულია, რომ მისი აღდგენა ვერ ხერხდება.

ტანკებს და სხვა საბრძოლო ტექნიკას ხშირად არ აქვს ძრავები, მათი ოპტიკური მოწყობილობები და ელექტრონიკა, რომელიც ძვირფას მეტალებს შეიცავს მოპარულია. კერძოდ, რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიაში გაარკვიეს, რომ ყოველი 10 ტანკიდან მეტ-ნაკლებად მწყობრში მხოლოდ ერთია, რის გამოც და უკრაინის დაზვერვის მონაცემებით აღნიშნული დივიზიის მე-13 პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა.