ჭდე: საბურთალო

საბურთალომ შერიფს სტუმრად 3:0 მოიგო

საბურთალომ შერიფს სტუმრად 3:0 მოიგო

10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი “საბურთალომ” “შერიფთან” ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. 13.460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა. “საბურთალო” მოწინააღმდეგეს […]

ფეხბურთის ზეიმი ბათუმში – დინამომ საბურთალოს წაგებული მატჩი ამოუტრიალა – ვიდეო

ფეხბურთის ზეიმი ბათუმში - დინამომ საბურთალოს წაგებული მატჩი ამოუტრიალა - ვიდეო

გუშინ საქართველოს პირველობის მატჩში ბათუმში ადგილობრივ დინამოსა და საბურთალოს შორის ნამდვილი თრილერი დატრიალდა. შეხვედრა, რომელსაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მასპინძლებმა რადიკალურად შემოატრიალეს, საბურთალოს 4 გოლი გაუტანეს და 4:2 მოუგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმელი ქომაგების საოცარი აქტიურობა, რამაც შეხვედრას სერიოზული პეწი შესძინა. თუ ის ატმოსფერო, რაც ბათუმის სტადიონზე იყო, საქართველოს პირველობის სხვა შეხვედრებზეც იქნება, საქართველოს ჩემპიონატი შეიძლება რაღაცას […]

საბურთალოზე მანქანა აფეთქდა

საბურთალოზე მანქანა აფეთქდა

საბურთალოზე, ფანასკერტელის 13/ა ნომერში, მანქანა დაიწვა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო, პატრული, სახანძრო სამსახურები. ადგილზე პარკირებული ავტომობილი იწვოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

”ყვიროდა, დროზეო!” – საბურთალოზე ”გირო კრედიტს” თავს დაესხნენ

”ყვიროდა, დროზეო!” - საბურთალოზე ”გირო კრედიტს” თავს დაესხნენ

დღეს დილით საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  “გირო კრედიტის” ფილიალს დაესხნენ. თავდაპირველი ინფორმაცით, თავდამსხმელებმა მძევალიც აიყვანეს, თუმცა ეს ფაქტი შს სამინისტრომ არ დაადასტურა. შეიარაღებული პირები “გირო კრედიტის” ოფისში 11:00 საათზე შეიჭრნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფანჯრებს ნატყვიარი ეტყობა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ასევე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები.  თვითმხილველების ინფორმაციით, მათ დაინახეს 2 პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნიღაბი ეკეთა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მალევე […]

საბურთალოზე მაღაზია დააყაჩაღეს – დამნაშავე გაქცეულია

ოკამთან 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით თანხის წაღება მოახერხა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუპოსტს“ არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაჩაღობის შედეგად მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

საბურთალოზე საკუთარი არჩევანი კატამაც გააკეთა?

საბურთალოზე  საკუთარი არჩევანი კატამაც გააკეთა?

საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კატაც მივიდა. გააკეთა თუ არა საკუთარი არჩევანი, ცნობილი არ არის.  კატამ  უბანი უკომენტაროდ დატოვა. ფოტოს “კვირა პლუსი” ავრცელებს.

საბურთალოს რაიონს 9 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საბურთალოს რაიონს 9 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 9 ოქტომბერს ელექტრომომარაგება საბურთალოს ნაწილს დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს […]

“საბურთალომ” “ბურსასპორი” თურქეთში დაამარცხა – უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე

"საბურთალომ" "ბურსასპორი" თურქეთში დაამარცხა - უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე

დღეს, 27 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში სტუმრად “ბურსასპორი” 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ გაიტანა. “საბურთალომ” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი (მათოზაშვილი, 82), ჩოთალიშვილი, ფურცელაძე, კაპანაძე, ივანიაძე (ბუიღლიშვილი, 69), გულიაშვილი (ჯავახიშვილი, 71), კოხრეიძე ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 18 ოქტომბერს […]

საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა

საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი. ფოტო: rustavi2.ge

“საბურთალომ” გორში “დილას” მოუგო

"საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო

1 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის სამი შეხვედრა ჩატარდა. დღის ბოლო მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც “დილამ” თბილისის “საბურთალო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით “საბურთალომ” 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა. * * * თბილისის “ლოკომოტივმა” მიხეილ მესხის […]